https://sputnik-georgia.com/20230110/gudaursi-snouparkis-sasrialo-trasa-gaixsneba-273811314.html
გუდაურში სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება
გუდაურში სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება
Sputnik საქართველო
მთის ტრასების სააგენტო სრიალის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ თოვლის საფარი მხოლოდ მარკირებულ ტრასაზეა და ურჩევს, სააგენტოს მიერ შემოსაზღვრული არეალის მიღმა არ... 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T18:28+0400
2023-01-10T18:28+0400
2023-01-10T21:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251327174_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_57d426e9ea901b53d5290fb989a95da0.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ზამთრის კურორტ გუდაურში 11 იანვრიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება, იუწყება მთის ტრასების სააგენტო.თოვლის დაგროვების მიზნით გუდაურში სრული დატვირთვით მუშაობდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც გახადა შესაძლებელი დახლოებით 100.000 კუბომეტრი ხელოვნური თოვლის შეგროვება.უწყების ცნობით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მომავალ დღეებშიც იმუშავებს, რათა დამატებით კიდევ ერთი სათხილამურო ტრასის გახსნა გახდეს შესაძლებელი. მათი განცხადებით, გუნდი 24-საათიან რეჟიმში ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ კურორტმა სრულყოფილად იფუნქციონიროს.„გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თოვლის საფარი მხოლოდ მარკირებულ ტრასაზეა და ნუ ისრიალებთ ჩვენ მიერ შემოსაზღვრული არეალის მიღმა, თქვენივე უსაფრთხოებისთვის. ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოვეკიდოთ არსებულ რეალობას და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს“, – განაცხადეს სააგენტოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251327174_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_637342ee9e2340e42a05578541bfb693.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
გუდაურში სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება
18:28 10.01.2023 (განახლებულია: 21:38 10.01.2023) მთის ტრასების სააგენტო სრიალის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ თოვლის საფარი მხოლოდ მარკირებულ ტრასაზეა და ურჩევს, სააგენტოს მიერ შემოსაზღვრული არეალის მიღმა არ ისრიალონ.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ზამთრის კურორტ გუდაურში 11 იანვრიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება, იუწყება მთის ტრასების სააგენტო.
თოვლის დაგროვების მიზნით გუდაურში სრული დატვირთვით მუშაობდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც გახადა შესაძლებელი დახლოებით 100.000 კუბომეტრი ხელოვნური თოვლის შეგროვება.
„აქამდე ბუნებრივი თოვლის არარსებობის გამო შეუძლებელი იყო მხოლოდ ხელოვნურ თოვლზე ტრასების მომზადება. თუმცა, ამ წუთის მონაცემებით, ბოლო დღეებში მოსული მცირე ნალექი, დაგროვებულ ხელოვნურ თოვლთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, რომ 11 იანვარს გავხსნათ „სნოუპარკის“ სათხილამურო ტრასა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მომავალ დღეებშიც იმუშავებს, რათა დამატებით კიდევ ერთი სათხილამურო ტრასის გახსნა გახდეს შესაძლებელი. მათი განცხადებით, გუნდი 24-საათიან რეჟიმში ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ კურორტმა სრულყოფილად იფუნქციონიროს.
„გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თოვლის საფარი მხოლოდ მარკირებულ ტრასაზეა და ნუ ისრიალებთ ჩვენ მიერ შემოსაზღვრული არეალის მიღმა, თქვენივე უსაფრთხოებისთვის. ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოვეკიდოთ არსებულ რეალობას და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს“, – განაცხადეს სააგენტოში.