როგორ უნდა მიაღწიო საწადელს: სტიმული წარმატებული კარიერისთვის

© courtesy of Giorgi Gogidzeგიორგი გოგიძე
გიორგი გოგიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
თბილისში სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ იყო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მერე გადაწყვიტა, რომ აშშ-ის სამართლებრივი სისტემა და კანონმდებლობა შეესწავლა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.
როცა 23 წლისამ ამერიკაში წარმატებას მიაღწია, ძალიან უნდოდა ამის შესახებ საქართველოში ბებიასა და ბაბუასთვის ეხარებინა, რადგან ამ ადამიანებმა მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანეს.
გიორგი გოგიძე ამერიკის ცნობილი სადაზღვევო კომპანიის გენერალური მენეჯერია. სამომავლოდ ფიქრობს, რომ ინვესტიცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების განათლებაში ჩადოს.
— გიორგი, თქვენი ამერიკული ოცნება რომ ახდენილიყო, საამისოდ სტიმული რა გახდა თქვენთვის?
© photo: courtesy of Giorgi Gogidzeგიორგი გოგიძე
გიორგი გოგიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გიორგი გოგიძე
— ოჯახის მხარდაჭერა. ეს იყო ჩემთვის დიდი სტიმული. მიუხედავად ამისა, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც პროფესიონალიზმი და საქმის შესრულების ხარისხია მაინც ყველაზე მთავარი. შესაბამისად, ამ ყველაფერში ინვესტირებული დრო, განათლება და შრომა წარმატების ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორია.
ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა, რომელმაც ასაკი არ იცის. თუ ადამიანი შრომასა და ნებისყოფას ჩადებს, დღესა და ღამეს გაასწორებს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს, აუცილებლად მიაღწევს საწადელ შედეგს, რადგან ეს ქვეყანა ადამიანის მონდომებას უყურადღებოდ არასდროს ტოვებს.
— რას იტყვით კომპანიაზე, სადაც მუშაობთ?
— ესაა ამერიკის სიცოცხლის დაზღვევის კომპანია (American Income Life), რომელიც Forbes-ის რეიტინგში ყოველწლიურად იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია.
2020 წლის ბოლო მეოთხედში აქ საუკეთესო აგენტის ტიტული მოვიპოვე. კომპანიის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კი ექვსი თვის განმავლობაში დავწინაურდი.
სხვათა შორის, საქართველოში სიცოცხლის დაზღვევის კულტურა ნაკლებადაა. ამერიკაში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში აზღვევდნენ მეზღვაურებს, რათა მათი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ფინანსური ტრაგედია აეცილებინათ თავიდან. საქართველოში ამის დანერგვის ეტაპობრივი გეგმა და სტრატეგიაა შესამუშავებელი. პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით დავიწყებდი.
© photo: courtesy of Giorgi Gogidzeგიორგი გოგიძე ოჯახის წევრებთან ერთად
გიორგი გოგიძე ოჯახის წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გიორგი გოგიძე ოჯახის წევრებთან ერთად
— თბილისური ცხოვრებიდან რას გაიხსენებთ?
— თბილისში 24-ე საჯარო სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. ყველა მასწავლებელმა განურჩევლად დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნული განვითარებისთვის. ისეთი თბილი, მყუდრო და მეგობრული გარემო, რომელიც ამ სკოლაში სუფევდა, დღეს ძალიან იშვიათია. მინდა თითოეულ მასწავლებელს აქედან ჩემი ღრმა პატივისცემა და მოკითხვა შევუთვალო.
— თქვენს წარმატებაში მამის ფაქტორს თუ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა?
— მამა მომღერალი გოგიტა გოგიძეა, რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ. მას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი უკავია. ის ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო პატიოსნად და ღირსეულად, რათა ადამიანების პატივისცემა და აღიარება დაიმსახურო. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში თავისი პიროვნული თვისებებითა და საქმიანობით.
— ამ ეტაპზე რა მიზანი გაქვთ?
— ჩემი მიზანია ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო და საკუთარი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ და მამულიშვილმა. მიმაჩნია, რომ ამ ასაკში, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემს ქვეყანას ამერიკიდან უფრო დავეხმარები.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0