https://sputnik-georgia.com/20230110/faeze-rafsanjani-273807655.html
ირანის სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ქალიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ირანის სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ქალიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ირანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰაშემი რაფსანჯანის ქალიშვილ ფაეზე რაფსანჯანის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა... 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T16:42+0400
2023-01-10T16:42+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
საპროტესტო აქციები ირანში
ირანი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/14/271500889_0:0:3147:1771_1920x0_80_0_0_c24596c66ffbbfa46c4ceb3e92ac68f1.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ირანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰაშემი რაფსანჯანის ქალიშვილ ფაეზე რაფსანჯანის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის.ამის თაობაზე მისი ადვოკატი ნედა შამსი წერს Twitter-ზე.ადვოკატის ცნობით, 60 წლის ფაეზე, რომელსაც ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ პროპაგანდასა და ქმედებებში დასდო ბრალი, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დააკავეს აქციებში მონაწილეობის მოწოდებებისთვის.ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს, რის შესაძლებლობასაც მას ირანის სასამართლო სისტემა აძლევს.აღსანიშნავია, რომ ფეაეზე რაფსანჯანისთვის ეს პირველი პატიმრობა არ არის. ირანელი აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და მეჯლისის ყოფილი დეპუტატი, 2012 წელს დააკავეს და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს „ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის“.მეორედ ფაეზე რაფსანჯანი 2017 წელს დააკავეს და კვლავ ექვსი თვით დააპატიმრეს იმ ცნობების გავრცელებისთვის, რომლებიც ირანის სახელმწიფო მოღვაწეებს „ჩირქს სცხებდა“.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/14/271500889_155:0:2886:2048_1920x0_80_0_0_1607138fe40742a8c7e242c02c1ec781.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპროტესტო აქციები ირანში, ირანი , მსოფლიოს ახალი ამბები
საპროტესტო აქციები ირანში, ირანი , მსოფლიოს ახალი ამბები
ირანის სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ქალიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
16:42 10.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ირანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰაშემი რაფსანჯანის ქალიშვილ ფაეზე რაფსანჯანის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის.
ამის თაობაზე მისი ადვოკატი ნედა შამსი წერს Twitter-ზე.
ადვოკატის ცნობით, 60 წლის ფაეზე, რომელსაც ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ პროპაგანდასა და ქმედებებში დასდო ბრალი, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დააკავეს აქციებში მონაწილეობის მოწოდებებისთვის.
„ქალბატონ ფაეზე ჰაშემის წინასწარი განჩინებით 5 წლით პატიმრობა შეეფარდა მისთვის წაყენებული ბოლო ბრალდებების საფუძველზე... განაჩენი საბოლოო არ არის და ამიტომ მისი კომენტირება არაკორექტულია“, — დაწერა შამსიმ.
ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს, რის შესაძლებლობასაც მას ირანის სასამართლო სისტემა აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ფეაეზე რაფსანჯანისთვის ეს პირველი პატიმრობა არ არის. ირანელი აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და მეჯლისის ყოფილი დეპუტატი, 2012 წელს დააკავეს და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს „ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის“.
მეორედ ფაეზე რაფსანჯანი 2017 წელს დააკავეს და კვლავ ექვსი თვით დააპატიმრეს იმ ცნობების გავრცელებისთვის, რომლებიც ირანის სახელმწიფო მოღვაწეებს „ჩირქს სცხებდა“.