საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

© Pixabay / pasja1000დოლარის კუპიურები
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4.900,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
მანამდე რეზერვებმა მაქსიმუმს (4.636,7 მლნ აშშ დოლარი) 2022 წლის 30 ნოემბრისთვის მიაღწია.
ნოემბერში რეზერვები 263,9 მლნ დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ზრდა ვალუტების კურსების რყევის გამო აქტივების გადაფასებას და უცხოური ვალუტის შეძენას უკავშირდება.
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,9 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 462,3 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 13,1 მლნ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0