https://sputnik-georgia.com/20230110/energo-pro-georgia-mosaxleobas-tarlitobis-sesaxeb-afrtxilebs-273817166.html
Energo-Pro Georgia მოსახლეობას თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
Energo-Pro Georgia მოსახლეობას თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
Sputnik საქართველო
გავრცელებული განცხადებები არის ყალბი შეთავაზება და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან, ნათქვამია განცხადებაში. 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T21:41+0400
2023-01-10T21:41+0400
2023-01-10T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22967/64/229676411_0:14:1201:689_1920x0_80_0_0_f22594930f08538b604b7cbf686d71b3.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia მოსახლეობას მის სახელთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.სოციალურ ქსელებში და ვიდეოპლატფორმებზე გავრცელებულ ვირუსულ სარეკლამო ვიდეორგოლებში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის დაბანდებისკენ გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში.ენერგოკომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ წამოეგონ თაღლითების ყალბ შეთავაზებას და არ გაიარონ რეგისტრაცია.ამჟამად კომპანიის იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურები მუშაობენ, რათა შესაძლებელი გახდეს თაღლითური განცხადების გავრცელების შეზღუდვა.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსხვილი ქართული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების სახელებს თაღლითობა უკავშირდება. მანამდე საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილეს ქართული ბანკების და „საქართველოს ფოსტის“ ყალბი გვერდების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22967/64/229676411_132:0:1067:701_1920x0_80_0_0_1a124e50c4988616b4b350f1dba5faf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები
Energo-Pro Georgia მოსახლეობას თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
21:41 10.01.2023 (განახლებულია: 22:50 10.01.2023) გავრცელებული განცხადებები არის ყალბი შეთავაზება და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia მოსახლეობას მის სახელთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.
სოციალურ ქსელებში და ვიდეოპლატფორმებზე გავრცელებულ ვირუსულ სარეკლამო ვიდეორგოლებში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის დაბანდებისკენ გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში.
„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ენერგოკომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ წამოეგონ თაღლითების ყალბ შეთავაზებას და არ გაიარონ რეგისტრაცია.
ამჟამად კომპანიის იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურები მუშაობენ, რათა შესაძლებელი გახდეს თაღლითური განცხადების გავრცელების შეზღუდვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსხვილი ქართული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების სახელებს თაღლითობა უკავშირდება. მანამდე საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილეს ქართული ბანკების და „საქართველოს ფოსტის“ ყალბი გვერდების შესახებ.