https://sputnik-georgia.com/20230110/------273800430.html
პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T16:52+0400
2023-01-10T16:52+0400
2023-01-10T20:31+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:112:2658:1607_1920x0_80_0_0_ce188782ec1bfcb3b88e798f5ab5729a.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.შემთხვევა 8 იანვარს თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მღებრიშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე შეყილაძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ აღკვეთის უმკაცრესი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, რადგან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. თბილისში პოლიციელი მოკლეს>>>რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას, ბრალდებულის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა არ დაუყენებია.გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.დაკავებულს ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:0:2143:1607_1920x0_80_0_0_6062ce3f83b6c111290e6a50ffffa19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
16:52 10.01.2023 (განახლებულია: 20:31 10.01.2023) გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 8 იანვარს თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მღებრიშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე შეყილაძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ აღკვეთის უმკაცრესი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, რადგან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას, ბრალდებულის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა არ დაუყენებია.
გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.
მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
დაკავებულს ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.