ხულოში თოვლმა პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი ხულოში
თოვლი ხულოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. უხვმა ნალექმა მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო თავად დაბაში 40 სანტიმეტრს გადააჭარბა.
გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომელიც მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს, 40-მდე ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული. იწმინდება როგორც თემებთან დამაკავშირებელი, ისე შიდა სასოფლო გზები. მუნიციპალიტეტში საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით.
დიდთოვლობის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ Energo-Pro Georgia-ს ტექნიკური ჯგუფები. ამ დროისათვის ელექტროენერგია მხოლოდ ერთ სოფელს არ მოეწოდება.
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა მეწყრული პროცესები გამოიწვია ქედაში. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება დაახლოებით ერთი საათით პარალიზებული იყო.
რაც შეეხება ბათუმი–ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, ამ დროისათვის ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
ყველა ახალი ამბავი
0