მავნე და საზიანო ჩვევა: რა პრობლემებს იწვევს უზმოზე ყავის სმა

© Pixabay / cocoparisienneფინჯანი ყავა
ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მაგარი ყავა ხელს უწყობს წონის კლებას და ამასთან სიმხნევეს უნარჩუნებს ორგანიზმს, ამიტომ დღის განმავლობაში მისი სმა დადებითად მოქმედებს ადამიანზე. მაგრამ დღის გარკვეულ დროს ყავის დალევა საზიანოა, წერს Ensonhaber სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დილით გაღვიძებისთანავე ყავის დალევა არასწორია, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩვევად ქცეული. ამან შესაძლოა არაერთი პრობლემა გამოიწვიოს და სასარგებლო სასმელი შხამად აქციოს.
ამიტომ, ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, ჯობს ყავა მხოლოდ საუზმის შემდეგ მიირთვათ.

რა ზიანს იწვევს უზმოზე ყავის სმა

უზმოზე ყავის სმა ზიანს აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და 50%-ით ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ეს ჩვევა ასევე იწვევს:
კრუნჩხვებს — თუ დღეს ფინჯანი ყავით დაიწყებთ, კოფეინი სისხლში შაქრის დონეს მაღლა ასწევს და შესაძლოა ღამით ფეხებში კრუნჩხვები დაგეწყოთ. ეს კი ნორმალურად ძილის საშუალებას არ მოგცემთ.
კანის სიმშრალეს — ყავა ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. ამ მიზეზით ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალი მიირთვათ, რათა კანის სიმშრალე არ დაგეწყოთ.
შფოთვის დონის ზრდას — დილით გაღვიძებისას სტრესის ჰორმონი უმაღლეს წერტილზეა. თუ საუზმემდე ჯერ ყავას დალევთ, ამით კიდევ მეტად დასტრესავთ ორგანიზმს. ამიტომ ჯობს გაღვიძების შემდეგ ერთი საათი მოიცადოთ, წყალი დალიოთ და ყავა მერეღა მიირთვათ.
წყარო: Ensonhaber
ყველა ახალი ამბავი
0