უფასო სწავლა რუსეთის უნივერსიტეტებში: როგორ მოხვდება უმაღლესში აბიტურიენტი საქართველოდან

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
რუსეთში უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ იმ აბიტურიენტებსაც, რომლებმაც რუსული ენა არ იციან – მათ შეუძლიათ გახდნენ მოსამზადებელი განყოფილების სტუდენტები.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია ყოველწიურად ატარებს შესარჩევ კონკურსს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად.
გასული წლის ბოლოს, 24 დეკემბერს დაიწყო კანდიდატების შერჩევის კამპანია 2023-2024 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსაწყობად რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, იუწყება საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია.
მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებ-გვერდზე.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაურთონ დასკანერებული დოკუმენტები, მითითებული კანდიდატის დოსიეს ჩამონათვალში. დოკუმენტების დეტალური სიის ნახვა შესაძლებელია ამავე საიტზე. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
ქართულ ენაზე წარდგენილ დოკუმენტებს (პასპორტი, ატესტატი, შეფასების ფურცელი) უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი რუსულ ენაზე. კანდიდატები, რომლებიც არ წარადგენენ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და შეფასების ფურცელს, კონკურსში ქულებს ვერ მიიღებენ. პორტალზე რეგისტრაცია ასევე 2023 წლის 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
თუ რუსული არ იცით, მაგრამ გსურთ რუსეთში უმაღლესი განათლების მიღება, შეგიძლიათ გახდეთ მოსამზადებელი საფეხურის სტუდენტი. ამისათვის განაცხადის შევსებისას უნდა მიეთითოს, რომ მზად ხართ მოსამზადებელი კურსის გასავლელად თქვენ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში.
კითხვების დასმა შესაძლებელია საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: interests.section@mid.ru.
აბიტურიენტებისთვის დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე:
ყველა ახალი ამბავი
0