თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქის შემოგარენში გზები თოვლისგან იწმინდება

© Tbilisi City Hallგზის გაწმენდის სამუშაოები
გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უამინდობა 12 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.
გზების გაწმენდის სამუშაოები გვიან საღამოს დაიწყო და თბილისის მასშტაბით დაახლოებით 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და 27 ერთეული ახალი სპეცტექნიკა.
ამ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანზე, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან, კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც.
მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზეც – შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალდაბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში.
„აღნიშნული სამუშაოები საჭიროებისამებრ, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე“, – ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უამინდობა 12 იანვრამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0