სოფი ლორენის ვაჟს ქართველი გოგონა შეუყვარდა: ვინ არის კარლო პონტის რჩეული

© courtesy of Mariam Sharmanashviliმარიამ შარმანაშვილი
მარიამ შარმანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
ცნობილმა დირიჟორმა კარლო პონტი-უმცროსმა გოგონას ფოტოზე სოციალურ ქსელში დაუწერა კომენტარი Bellissima – ამით დაიწყო მათი ურთიერთობა.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში განთქმული მსახიობის სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტი-უმცროსის რჩეული მარიამ შარმანაშვილია.
როგორც აღმოჩნდა, წყვილი ერთმანეთს უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა, მაგრამ გულმოდგინედ მალავდა ამას უცხოური ტაბლოიდებისგან. ახლა კი თავისი რომანის შესახებ პონტიმ და შარმანაშვილმა ტელეარხ „რუსთავი2“-ს უამბეს.
გოგონას შესახებ ცნობილია, რომ ის ზუმბას ფიტნეს-ინსტრუქტორია. წყვილმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში 2021 წლის მარტში გაიცნო. ცნობილმა დირიჟორმა კარლო პონტი-უმცროსმა გოგონას ფოტოზე სოციალურ ქსელში დაუწერა კომენტარი – Bellissima, რაც იტალიურად მშვენიერს ნიშნავს. ამით დაიწყო მათი აქტიური ურთიერთობა – ისინი საუბრობდნენ მუსიკასა და ხელოვნებაზე.
ამბობენ, რომ კარლო პონტის ქართველი გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა. შემდეგ კი კარლომ საქართველოში აღნიშნა ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული – თავისი დაბადების დღე, ახალი წელი და შობა.
ყველა ახალი ამბავი
0