სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ეკიპაჟი
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. დედაქალაქის ცენტრში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დაჭრეს, იუწყება ტელეარხი „TV პირველი“.
შემთხვევა გვიან საღამოს კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. მას თავს იმ დროს დაესხნენ, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისული ერთ-ერთი პოლიციელი კი დანით დაჭრეს.
ამ დროისათვის დაჭრილი პოლიციელი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0