https://sputnik-georgia.com/20230109/saqartvelos-20220wlis-biujeti-gadawarbebit-sesrulda-finansta-ministri-273777425.html
საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა - ფინანსთა მინისტრი
საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა - ფინანსთა მინისტრი
Sputnik საქართველო
2022 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით – 101,1%-ით შესრულდა. 09.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-09T20:49+0400
2023-01-09T20:49+0400
2023-01-10T10:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652271_0:15:1534:878_1920x0_80_0_0_cb0e59c2c223be78b900b2d1797db6fa.jpg
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორჯერ გადაიხედა – მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზის გაუმჯობესებისა და მთავრობის ვალის შემცირების გამო. აღნიშნული პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოს შესახებ.მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს ნაერთი ბიუჯეტის მობილიზებულმა შემოსავლებმა 19,4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100,8 პროცენტია. მათ შორის, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულ იქნა 17,4 მილიარდი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100,2 პროცენტს შეადგენს.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. მისი თქმით, 2022 წლის თავდაპირველად დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრული იყო 4,4 პროცენტით მშპ-ის მიმართ, თუმცა წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი ეტაპობრივად შემცირდა და 3,1 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფლაციის ტემპის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 9,8 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება.მისი სიტყვებით, 2022 წლის 11 თვეში დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა 10%-ის ფარგლებში დარჩება, ე.ი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6,6 ათას დოლარს გადააჭარბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652271_173:0:1361:891_1920x0_80_0_0_2ec7c769a2dbdfbb78f3b905782c6403.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა - ფინანსთა მინისტრი
20:49 09.01.2023 (განახლებულია: 10:36 10.01.2023) 2022 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით – 101,1%-ით შესრულდა.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორჯერ გადაიხედა – მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზის გაუმჯობესებისა და მთავრობის ვალის შემცირების გამო. აღნიშნული პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოს შესახებ.
„2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებით შესრულდა და შეადგინა 23,7 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,1 პროცენტია“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს ნაერთი ბიუჯეტის მობილიზებულმა შემოსავლებმა 19,4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100,8 პროცენტია. მათ შორის, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულ იქნა 17,4 მილიარდი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100,2 პროცენტს შეადგენს.
„ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ შეადგინა 23,1 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებლის 100,2 პროცენტია. მათ შორის, კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მილიარდს გადააჭარბა და დაგეგმილი მაჩვენებლის 100 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. მისი თქმით, 2022 წლის თავდაპირველად დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრული იყო 4,4 პროცენტით მშპ-ის მიმართ, თუმცა წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი ეტაპობრივად შემცირდა და 3,1 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფლაციის ტემპის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 9,8 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება.
მისი სიტყვებით, 2022 წლის 11 თვეში დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა 10%-ის ფარგლებში დარჩება, ე.ი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6,6 ათას დოლარს გადააჭარბებს.