შესაძლოა, არც იცოდეთ: საინტერესო ფაქტები ადამიანზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
გთავაზობთ უცნაურ და საინტერესო ფაქტებს ადამიანის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ადამიანი ამოუცნობი არსებაა, ხოლო მისი ორგანიზმი – უნიკალური მექანიზმი.
ადამიანის ტვინის მოცულობა 4 ტერაბაიტს აღემატება;
ბავშვს შვიდ თვემდე ერთდროულად სუნთქვა და ყლაპვა შეუძლია;
ტვინიდან ნერვული იმპულსი 274 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს;
ერთი ადამიანის ტვინი იმაზე მეტი ელექტროიმპულსების გენერირებას ახდენს ერთი დღის განმავლობაში, ვიდრე მსოფლიოს ერთად აღებული ყველა ტელეფონი;
სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც სისხლს არ იღებს — თვალის რქოვანაა. ჟანგბადი მას უშუალოდ ჰაერიდან მიეწოდება;
საშუალო ადამიანის სხეული იმდენ ცხიმს შეიცავს, რომ მისგან შვიდი ნაჭერი საპნის დამზადება შეიძლება;
ადამიანის გული სიცოცხლის განმავლობაში 182 მილიონ ლიტრ სისხლს „გადაქაჩავს“;
სანამ ამ წინადადებას კითხულობთ, თქვენ სხეულში 50000 უჯრედი კვდება და ახლით იცვლება;
ახალშობილს თითის ანაბეჭდები 3 თვიდან უჩნდება;
ქალის გული უფრო სწრაფად ძგერს, ვიდრე მამაკაცისა;
მემარჯვენეები ცაციებზე საშუალოდ 9 წლით მეტხანს ცოცხლობენ;
ადამიანების დაახლოებით 2/3 კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის;
გაზაფხულზე სუნთქვის სიხშირე საშუალოდ 1/3-ით უფრო ხშირია, ვიდრე შემოდგომაზე;
როდესაც ადამიანი წითლდება, კუჭიც უწითლდება;
4 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 450 კითხვას სვამს;
მემარჯვენე ადამიანი საჭმლის უდიდეს ნაწილს ყბის მარჯვენა მხარეს ღეჭავს, ხოლო ცაცია — მარცხენა მხარეს;
ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების საერთო წონა 2 კილოგრამია;
ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი რკინა რომ შეაგროვოთ, საათის ერთი პატარა ჭანჭიკი გამოვა;
კედელზე თავის მირტყმით ადამიანი საათში 150 კილოკალორიას კარგავს;
სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 900-ჯერ იცვლება;
ქალები დაახლოებით ორჯერ იშვიათად ახამხამებენ თვალებს, ვიდრე მამაკაცები;
ნამდვილი ვნებიანი კოცნა ტვინში იმავე ქიმიურ რეაქციას იწვევს, როგორსაც პარაშუტით ხტომა ან პისტოლეტით გასროლა;
ადამიანის ნერწყვი შეიცავს გამაუტკივარებელ ნივთიერებას, რომელიც მორფინზე ექვსჯერ ძლიერია;
ადამიანის სისხლძარღვების სიგრძე დაახლოებით 100.000 კილომეტრია, ანუ ისინი 2,5-ჯერ შეიძლება შემოერტყას დედამიწას;
ერითროციტს ადამიანის სხეულში წრის დარტყმა 20 წამში შეუძლია...
ყველა ახალი ამბავი
0