მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისოში" 36 წლის ქალმა ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. ტაჯიკეთის 36 წლის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
მომხდარის შემდეგ დამნაშავემ ადგილიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ იგი მალე დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0