მოგზაური ფოტოხელოვანის „აღმოჩენილი“ კადრები

© courtesy of Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორია
ბადრი ვადაჭკორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
ცნობილ ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ასზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობის შედეგად საოცარი ფოტოები აქვს გადაღებული.
თავის დროზე, 1971 წელს საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა, აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც. ბევრი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და ლაურეატია, ამასთან 18 საავტორო წიგნის ავტორიც არის და 40 ფოტოკრებული აქვს გამოცემული. მისი პერსონალური გამოფენა მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოეწყო. ფოტოხელოვანსა და მოგზაურს ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზი „ოქროს ფრთა“ აქვს მიღებული.
— ბატონო ბადრი, თქვენს ობიექტივში უფრო პოზიტიური კადრები ხვდება...
© photo: courtesy of Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორიას ფოტო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო
ამით ავტომატურად ვეუბნები ყველას: თუ მე შემიძლია დავინახო ეს კადრები, ე.ი. თქვენც შეგიძლიათ.
ყოველ დილით მზის ამოსვლას რომ უცქერი, ცოტაა, განა?! იმ რამდენიმე წამს, როცა ადამიანები ჩემს ფოტოებს უყურებენ ხოლმე, თავს კარგად გრძნობენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც უცხოეთშია, რადგან ეს კადრები მათთვის ნათელი წერტილია.
— უცხოეთში მოგზაურობის დროიდან რომელი კადრი გახსენდებათ?
© photo: courtesy of Badri Vadachkoriaმზის ამოსვლა სინას მთაზე
მზის ამოსვლა სინას მთაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
მზის ამოსვლა სინას მთაზე
— 2007 წელს ეგვიპტეში, სინას მთაზე ვიყავით მე და პაატა ნაცვლიშვილი, რომელთან ერთადაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ერთ პროექტზე ვმუშაობდი. სინას მთაზე ღამე მიდიხარ, ასვლა 22:00 საათზე იწყება. დაახლოებით 7 კილომეტრი ფეხით უნდა იარო და მერე 740 პირობითი საფეხური აიარო. ახვალ და მზის ამოსვლას ელოდები. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა!
— საქართველოში ყველაზე უჩვეულო კადრი რომელი გადაგიღიათ?
© photo: courtesy of Badri Vadachkoriaდავითგარეჯა
დავითგარეჯა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
დავითგარეჯა
გარეჯის ნათლისმცემლის ეკლესიაში ყოფნისას სიმონ გულედანმა შემომთავაზა, მოდი, მეგზურობას გაგიწევთ და ფერად მთებს გიჩვენებთო.კინაღამ უარი ვუთხარი, ვიფიქრე, რა უნდა მაჩვენოს ისეთი, რაც არ მინახავს და გამაკვირვებს-მეთქი. ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, დავთანხმდი ამ კეთილ ადამიანს და ერთად გავემგზავრეთ.
იქამდე სულ 5-7 კმ იქნება ნათლისმცემლის ტაძრიდან. გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებში თუ მენახოს! დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყანა ამოუწურავი თემაა. საქართველო კი არა, ბოლომდე ჯერ ჩემი სოლოლაკიც კი ვერ ამოვწურე...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0