ასტროლოგიური ტესტი: რაზე მეტყველებს და რას გიქადით არჩეული ვარსკვლავებიანი ცა

© Pixabay / stuxვარსკვლავებიანი ცა
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
როგორც ასტროლოგიის სპეციალისტები ირწმუნებიან, პიროვნულ თვისებებსა და, გარკვეულწილად, მომავალსაც კი ვარსკვლავებიანი ცის გამოსახულებაც კი განსაზღვრავს.
მათ ერთგვარი სახალისო ტესტი შეადგინეს, რომელიც, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ.
თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ქვემოთ შემოთავაზებულებიდან ის ვარსკვლავებიანი ცა, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, მერე კი წაიკითხოთ, საით მიჰყავხართ თქვენი ბედის ვარსკვლავს.

თუ არჩევანს ამ ცაზე აჩერებთ, ესე იგი:

თქვენ არასდროს შეგშინებიათ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებისა. თუმცა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეთ, რომ კარგ მომენტებში ყველა თქვენ გვერდითაა, აი რთულში კი უცბად გაქცევენ ზურგს.
იმის გამო, რომ თქვენს ცხოვრებაში შეუფერებელ ადამიანებს უშვებდით, სულიერად რაღაცნაირად გამოიფიტეთ და გაცივდით. მაგრამ მალე განსაკუთრებული ადამიანი გამოჩნდება, რომელიც სინათლეს შემოიტანს თქვენს ყოფაში და ცხოვრების გემოს გაგრძნობინებთ. ეს სრულიად მოულოდნელ დროს მოხდება, ყველაზე წარმოუდგენელი სახით. და თქვენი ცხოვრებაც საოცრად შეიცვლება.

თუ ამ ცას აირჩევთ, ესე იგი:

საწყენია, რომ ზოგი ადამიანი ძალიან ბევრ შანსს უშვებს ხელიდან და ამის გამო ცხოვრების ის ფურცლები, რომლებიც, წესით, სავსე უნდა იყოს, რეალურად ცარიელია.
ასეთი ბრძანდებით თქვენც. ბევრი ბედნიერი მომენტი გაქვთ გაცდენილი. თანაც არც არავინ გეუბნებათ, რაოდენ ბევრს კარგავთ პასიურობის გამო.
გეთაყვა, მიიხედ-მოიხედეთ და დაინახავთ, რომ თქვენ გარშემო კეთილგანწყობილი ადამიანებიც არიან, რომლებსაც თქვენი უკეთ გაცნობაც სურთ და რომლებიც ცხოვრების შეცვლაშიც დაგეხმარებიან.

თუ ამგვარი ცის ცქერა გხიბლავთ, ესე იგი:

ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტი გაქვთ გადატანილი და ბევრი შეცდომა დაშვებული. მაგრამ ყველა ეს შეცდომა ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიღეთ, რაც ძალიან დაგეხმარათ გეპოვნათ ესოდენ აუცილებელი ბალანსი და სიმშვიდე.
თქვენ ბრმად გჯეროდათ ადამიანებისა, მაგრამ მათ გიღალატეს. სწორედ ამიტომაც ახლა ბევრად დაფიქრებულად არჩევთ, რა გადაწყვეტილება მიიღოთ. არავის აქვს უფლება განგსაჯოთ, იმიტომ რომ არავინ იცის, რა გაქვთ გადატანილი.
ბევრი ოცნება აგიხდათ და ამან ბედნიერება მოგიტანათ. სწორედ ამან აგაწევინათ თავი მაღლა და მოგცათ ძალა, წინსვლა გაგეგრძელებინათ. სიძნელეებმა ბევრად მგრძნობიარეც გაგხადათ, ბევრად შორსმჭვრეტელიც და კარგადაც გამოგაწრთოთ.

თუ არჩევანს ამ ცაზე შეაჩერებთ, ესე იგი:

თქვენ ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდათ – სავსე როგორც სასიამოვნო, ისე რთული მომენტებით. ამ სიძნელეებს თქვენი გარემოს წყალობით გაუმკლავდით და სახეზე ღიმილიც შეინარჩუნეთ.
ბევრჯერ გინდოდათ ყველაფერი მიგეტოვებინათ და დანებების ნიშნად ხელები აგეწიათ, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში არსებულმა განსაკუთრებულმა ადამიანებმა რეალობაში დაგაბრუნეს და ყველა სირთულე გადაგალახინეს.
ცხოვრება ხშირად გთავაზობდათ სიურპრიზებს, თქვენი არჩევანიც ყოველთვის სწორი არ იყო. თუმცა ამას თავისი სიკეთეც აქვს, ვინაიდან არასდროს დაგავიწყდებათ მიღებული მწარე გაკვეთილები.
თქვენ კარგი მომავალი და სტაბილურობა გელით. გარს მხოლოდ კარგი ადამიანები გახვევიან. ერთადერთი, რაზეც უნდა იზრუნოთ, ეს ფინანსური უსაფრთხოებაა.
ყველა ახალი ამბავი
0