9 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / TriplexAdventuresჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
გაეცანით 9 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.
მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.
ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.
9 იანვარს დაბადებულები
9 იანვარს დაბადებულები ერთ ადგილას არ სხედან, მათ დიდი ენერგია აქვთ და სულ შფოთავენ. არიან ნებისყოფიანი, მტკიცე ხასიათის, მამაცურად ეფარებიან ამბრაზურას, რომ თავიანთი უდრეკობით სასურველს მიაღწიონ. ბუნებით ლიდერები და შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. ჩვეულებრივ, ზედმიწევნით დეტალური დაგეგმვა ახასიათებთ, რაც შემდგომ გამარჯვებითა და შეცდომებისგან თავის არიდებით გვირგვინდება. თუ ცხოვრების პირველი ნახევარი წარმატებებით არ გამოირჩევა, მოწიფულობაში კეთილდღეობა და წარმატება ელოდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე. დიდი ალბათობით, პირველი ქორწინება ბედნიერებას არ მოუტანს, თუმცა იმედგაცრუებას მომდევნო ქორწინება გაუქარვებს.
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>
9 იანვარს დაბადებულებს დიდი ამბიციები და მაღალი მიზნები აქვთ. მათთვის ჩანაფიქრის განხორციელება რეალური მიზნის ხორცშესხმა და საკუთარი პიროვნების რეალიზაციაა. მათ შეუძლიათ ოცნებისა და მიზნისკენ წლიდან წლამდე სვლა და მასში მთელი ენერგიის ჩადება. მათ საოცარი ნებისყოფა აქვთ. ცხოვრებაც სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს და ამის ხელიდან გაშვებას ამ დღეს დაბადებულები ნამდვილად არ აპირებენ. ხანდახან წარუმატებლობებიც აქვთ, თუმცა ჭრილობებს მალე იხორცებენ, მოქნილობა და მიზანსწრაფულობა ნებას არ აძლევს, დიდხანს მიეცენ პესიმიზმს და მალე დგებიან ფეხზე. ამიტომ მათი ბოლომდე გატეხა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2018
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
9 იანვარს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ამიტომ ხშირად გვერდს უქცევენ პერსპექტიულ ამოცანებს ან სათანადოდ არ აფასებენ გუნდური მოთამაშეების შესაძლებლობებს. მათ უნდა ისწავლონ გარშემომყოფთა ობიექტური შეფასება, მათი ჩვეულებრივ ადამიანებად აღქმა და არა როგორც თავისი ვიწრო მიზნების მიღწევის საშუალება. ასე ისინი გრძელვადიანი გეგმების განხორციელებასა და ამაში უპირატესობას მიიღებენ. პიროვნების, სულიერი ზრდისა და წარმატებისთვის მათ სჭირდებათ მოთმინება, სიკეთე, გაგება.
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
9 იანვარს დაბადებულები მარადიული მებრძოლები არიან, შეუძლიათ მთლიანად ბრძოლასა და სამუშაოში ჩაფლობა ისე, რომ დასვენება აზრადაც არ მოუვათ. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოთი შეპყრობილები ხდებიან. ამ დროს მათ ახლობელი ან ოჯახის წევრი სჭირდებათ, რომელიც მათ დასახმარებლად ყოველთვის მზადაა. ასევე ზედმეტი არ იქნება პოზიტივი, სიცილი, იუმორი. ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ, როდესაც გზაზე ვინმე ეღობებათ, ამ დროს ისინი საკუთარ ყველაზე ცუდ თვისებებს ამჟღავნებენ.
ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გააფართოვონ საკუთარი მსოფლმხედველობა, სამყაროს აღქმა. ასე აიცილებენ ზედმეტ პრობლემებს და შავისა და თეთრის მიღმა ალტერნატიულ ფერებს აღმოაჩენენ. ასევე, ეს შესაძლო გადაწყვეტილებების სფეროს გაზრდის და საზოგადოებაში წონას შემატებს, თუ ამჟამინდელ მეტოქეებში მომავალ მეგობრებსა და თანამოაზრეებს აღიქვამენ.
ტიგრაი, ეთიოპია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2019
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი
ჯანმრთელობა
9 იანვარს დაბადებულების დაავადებების მთავარი წყარო სტრესია. ის ვლინდება თავის ტკივილში, შფოთვასა და დაძაბულობაში, იმუნიტეტის დაქვეითებაში, უძილობაში. მათ უნდა ისწავლონ დასვენება, მოდუნება. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ურთიერთობებს, საზოგადოებრივ კავშირებს. ამ დღეს დაბადებულებისთვის რეკომენდებულია მსუბუქი ფიზიკური დატვირთვები. კალციუმისა და სხვა ვიტამინების ნაკლებობიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიაქციონ ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების მდგომარეობას.
რჩევა:
უშუალობა და გულწრფელობა ბავშვებისგან ისწავლეთ. თქვენს ნაკლოვანებებსა და ამბიციებზე მაღლა ადამიანური თვისებები უნდა იდგეს. ხანდახან სხვის რჩევასაც უნდა მისდიოთ - ეს რჩევები შეიძლება რაციონალური იყოს და ცხოვრებაში წაგადგეთ.
ყველა ახალი ამბავი
0