https://sputnik-georgia.com/20230108/zlieri-yinva-da-tovli-rogori-amindia-mosalodneli-saqartvelosi-uaxloes-dreebsi-273744466.html
ძლიერი ყინვა და თოვა: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
ძლიერი ყინვა და თოვა: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა. 08.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-08T19:30+0400
2023-01-08T19:30+0400
2023-08-17T19:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272726207_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a07c83fae57dbfaf08745d3546d0795a.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ძლიერ თოვლს, ყინვას, ქარბუქს და ნისლიან ამინდს პროგნოზირებენ.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა.10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272726207_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f30deefcbced28551f899adff8e374fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
ძლიერი ყინვა და თოვა: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
19:30 08.01.2023 (განახლებულია: 19:18 17.08.2023) გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ძლიერ თოვლს, ყინვას, ქარბუქს და ნისლიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა.
10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.