Wizz Air: მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა

© photo: Sputnik / Stringerავიაკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
გამოწერა
ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისის გუშინდელი რეისები ტრაგიკული შემთხვევის გამო გაუქმდა.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air მწუხარებას გამოთქვამს ბორტზე მგზავრის გარდაცვალების გამო და ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უბედური შემთხვევა ქუთაისი-პარიზის რეისზე გუშინ მოხდა. 60 წლამდე მამაკაცი აფრენის შემდეგ ცუდად გახდა, რის გამოც ავიაკომპანია Wizz Air-მა თვითმფრინავის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად, სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მომხდარის გამო ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისის გუშინდელი რეისები გაუქმდა.
„გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მგზავრებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის ანგარიშზე 120%-ის ანაზღაურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავიაკომპანიის განცხადებით, რამდენიმე მგზავრმა უკვე მიიღო ბილეთის დაბრუნებისა და თანხის გამოყენების გადაწყვეტილება, ხოლო ნაწილმა უკვე გადაცვალა ბილეთები მომდევნო კვირის რეისზე.
კომპანიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელახლა დაჯავშნილი ფრენით მომხმარებლები მომდევნო დღეს სარგებლობენ, უზრუნველყოფილი არიან სასტუმროში განთავსებითა და სახმელეთო ტრანსპორტირებით სასტუმრომდე/სასტუმროდან, ან მათ მიერ გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს ავიაკომპანია შესაბამის გონივრულ ბიუჯეტში.
ყველა ახალი ამბავი
0