ტოჩინოშინმა თავისი მე-100 ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
გამოწერა
ხვალ ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მეათე მაეგაშირა ჰირადოუმი იქნება
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ქართველი სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში თავისი საიუბილეო, მე-100 ბაშო გამარჯვებით დაიწყო.
ჰაცუ ბაშო 2023 წლის პირველი ტურნირია. ის 15 დღის განმავლობაში გასტანს და 22 იანვარს დასრულდება. ტოჩინოშინს აქვს შანსი დაასრულოს ტურნირი დადებითი ბალანსით და სუმოისტების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესოს.
შეჯიბრების პირველ დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტიოსიომას შეხვდა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა და სუმოისტების პირადი შეხვედრების ბალანსი გახდა 5:4 31 წლის მონღოლი სპორტსმენის სასარგებლოდ.
ხვალ ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მეათე მაეგაშირა ჰირადოუმი გახდება.
შემოდგომის ტურნირის შემდეგ ტოჩინოშინის პოზიციები სუმოისტების რეიტინგში გაუარესდა. ბაშოს დაწყებამდე ის დასავლეთის მერვე მაეგაშირა იყო, დასრულების შემდეგ კი მე-11 მაეგაშირა გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0