https://sputnik-georgia.com/20230108/sasa-gegewkori-avranetis-dedofaltan-gatarebuli-rame-da-tvitmkvleloba-273741046.html
ქართველი დონ ჟუანის სიკვდილი: ანუ დედოფალთან გატარებულ ღამეს შეწირული საშა გეგეჭკორი
ქართველი დონ ჟუანის სიკვდილი: ანუ დედოფალთან გატარებულ ღამეს შეწირული საშა გეგეჭკორი
Sputnik საქართველო
არავის უცდია გაერკვია, ნამდვილად თვითმკვლელობა იყო ეს თუ არა. მთავარი ის გახლდათ, რომ ამანულა ხანს საბჭოთა ხელისუფლებაზე ისევ მოუბრუნდა გული... 08.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-08T14:00+0400
2023-01-08T14:00+0400
2023-01-08T14:00+0400
წასაკითხი ამბები
ეს საინტერესოა
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23964/26/239642628_0:103:1920:1183_1920x0_80_0_0_8f51f22121550b1548dd58099607b91b.jpg
მგზნებარე რევოლუციონერმა ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორმა დიდ როლი შეასრულა საქართველოს გასაბჭოების საქმეში და წითელმა ხელისუფლებამაც ნაღვაწი დაუფასა: ჯერ საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, შემდეგ კი სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ დანიშნა. მაგრამ ერთ დღეს, ყველასათვის მოულოდნელად, შერისხეს და თავიდან მოიშორეს.გეგეჭკორმა წყენა გულში ჩაიმარხა და იმ დღეს დაელოდა, როცა უმადურებს სამაგიეროდ შეახსენებდა თავს. ეს დღეც ძალიან მალე დადგა და შერისხულმა ძველმა რევოლუციონერმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. 1928 წელს ავღანეთის მეფე ამანულა ხანი და მისი მეუღლე, დედოფალი სორაია, საბჭოთა კავშირს ეწვივნენ. მოსკოვში ორი კვირა გაჩერდნენ, მერე კი საქართველოს მოაშურეს. ამანულას, თურმე, ბევრი სმენოდა ქართველების შესახებ და სურვილი გამოუთქვამს, საკუთარი თვალის ეხილა ლეგენდარული გურჯების ქვეყანა. ჩამოსულა კიდეც თავის დედოფალთან ერთად და მასპინძლებიც, როგორც ქართველთა წესია, საპატიო სტუმრებს, როგორც იტყვიან, თან გადაჰყოლიან — ხელის გულზე უტარებიათ. მეფე სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ მალავდა, მეცხრე ცაზე დაფრინავდა სიამოვნებისგან... როდესაც მეხივით გავარდნილა სორაიას ღალატის ამბავი.თურმე ნუ იტყვით, საოცრად წარმოსადეგ და მომხიბლავ საშა გეგეჭკორს ისეთი თავბრუ დაუხვევია ავღანეთის დედოფლისთვის, მასთან ვნებიანი ღამის გატარებაზე თანხმობა მიუღია.ამ ამბავს ალბათ ვერავინ გაიგებდა და სორაიასაც შერჩებოდა „ტკბილი ცოდვა“, რომ არა თავად ქართველი დონ ჟუანი. შერისხულ რევოლუციონერს ყველაფერი უღონია იმისთვის, რომ დედოფლის შეცოდება გახმაურებულიყო და ყველას გაეგო ამის შესახებ.„გეგეჭკორის კაზუსმა“ დიდი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საბჭოთა ხელისუფლებისათვის ამანულა ხანი მეტად მნიშვნელოვანი პერსონა იყო. საქმე ისაა, რომ მანამდე ბოლშევიკებმა დიდი გაჭირვებით ჩაახშეს „ბასმაჩთა ამბოხება“, რომელმაც მთელი შუა აზია მოიცვა. „ბასმაჩებს“ ინგლისელები უჭერდნენ მხარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამანულა ხანმა ისინი ავღანეთიდან გააძევა, შუა აზიაში წინააღმდეგობის კერები ჩაცხრა.გარდა ამისა საბჭოთა რუსეთის მეგობარი ავღანეთი სოლივით იყო შეჭრილი ინგლისის კუთვნილ ინდოეთსა და ირანს შორის და დიდ თავსატეხს წარმოადგენდა ამ იმპერიისათვის. ასეთ დროს ავღანეთის მეფის განაწყენება კრემლს არანაირად არ აძლევდა ხელს. მაგრამ, რა უნდა ექნათ, როცა ვერაფრით აცხრობდნენ შეურაცხყოფილი მეფის მრისხანებას?!ამანულამ სასწრაფოდ დატოვა საქართველო და მოსკოვს გაემგზავრა. ბოლშევიკებს რაღაც უნდა ეღონათ განაწყენებული სტუმრის გულის მოსაგებად, მის შემოსარიგებლად და... ძალიან მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექალთანე რევოლუციონრმა თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.არავის უცდია გაერკვია, ნამდვილად თვითმკვლელობა იყო ეს თუ არა. მთავარი ის გახლდათ, რომ ამანულა ხანს საბჭოთა ხელისუფლებაზე ისევ მოუბრუნდა გული.თუმცა მას შემდეგ, რაც ავღანეთის მეფეს ქვეშევრდომები აუჯანყდნენ რეფორმებისა და გაზრდილი გადასახადების გამო, ამანულა იძულებული გახდა, ტახტი დაეთმო და უცხოეთისთვის შეეფარებინა თავი, სადაც გარდაიცვალა კიდეც. საბჭოთა ხელისუფლებამ კი შერისხული ალექსანდრე გეგეჭკორი სიკვდილის შემდეგ შეიწყალა, ანუ მისი რეაბილიტაცია მოახდინა და 1936 წელს მის მშობლიურ მარტვილის რაიონს გეგეჭკორის რაიონი ეწოდა. ასეც ერქვა მას 1990 წლამდე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23964/26/239642628_104:0:1817:1285_1920x0_80_0_0_ac606340be71e0e7b19ab471eb9dcf0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
წასაკითხი ამბები, ეს საინტერესოა, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები, ეს საინტერესოა, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
ქართველი დონ ჟუანის სიკვდილი: ანუ დედოფალთან გატარებულ ღამეს შეწირული საშა გეგეჭკორი
არავის უცდია გაერკვია, ნამდვილად თვითმკვლელობა იყო ეს თუ არა. მთავარი ის გახლდათ, რომ ამანულა ხანს საბჭოთა ხელისუფლებაზე ისევ მოუბრუნდა გული...
მგზნებარე რევოლუციონერმა ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორმა დიდ როლი შეასრულა საქართველოს გასაბჭოების საქმეში და წითელმა ხელისუფლებამაც ნაღვაწი დაუფასა: ჯერ საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, შემდეგ კი სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ დანიშნა. მაგრამ ერთ დღეს, ყველასათვის მოულოდნელად, შერისხეს და თავიდან მოიშორეს.
გეგეჭკორმა წყენა გულში ჩაიმარხა და იმ დღეს დაელოდა, როცა უმადურებს სამაგიეროდ შეახსენებდა თავს. ეს დღეც ძალიან მალე დადგა და შერისხულმა ძველმა რევოლუციონერმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.
1928 წელს ავღანეთის მეფე ამანულა ხანი და მისი მეუღლე, დედოფალი სორაია, საბჭოთა კავშირს ეწვივნენ. მოსკოვში ორი კვირა გაჩერდნენ, მერე კი საქართველოს მოაშურეს. ამანულას, თურმე, ბევრი სმენოდა ქართველების შესახებ და სურვილი გამოუთქვამს, საკუთარი თვალის ეხილა ლეგენდარული გურჯების ქვეყანა.
ჩამოსულა კიდეც თავის დედოფალთან ერთად და მასპინძლებიც, როგორც ქართველთა წესია, საპატიო სტუმრებს, როგორც იტყვიან, თან გადაჰყოლიან — ხელის გულზე უტარებიათ. მეფე სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ მალავდა, მეცხრე ცაზე დაფრინავდა სიამოვნებისგან... როდესაც მეხივით გავარდნილა სორაიას ღალატის ამბავი.
თურმე ნუ იტყვით, საოცრად წარმოსადეგ და მომხიბლავ საშა გეგეჭკორს ისეთი თავბრუ დაუხვევია ავღანეთის დედოფლისთვის, მასთან ვნებიანი ღამის გატარებაზე თანხმობა მიუღია.
ამ ამბავს ალბათ ვერავინ გაიგებდა და სორაიასაც შერჩებოდა „ტკბილი ცოდვა“, რომ არა თავად ქართველი დონ ჟუანი. შერისხულ რევოლუციონერს ყველაფერი უღონია იმისთვის, რომ დედოფლის შეცოდება გახმაურებულიყო და ყველას გაეგო ამის შესახებ.
„გეგეჭკორის კაზუსმა“ დიდი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საბჭოთა ხელისუფლებისათვის ამანულა ხანი მეტად მნიშვნელოვანი პერსონა იყო. საქმე ისაა, რომ მანამდე ბოლშევიკებმა დიდი გაჭირვებით ჩაახშეს „ბასმაჩთა ამბოხება“, რომელმაც მთელი შუა აზია მოიცვა. „ბასმაჩებს“ ინგლისელები უჭერდნენ მხარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამანულა ხანმა ისინი ავღანეთიდან გააძევა, შუა აზიაში წინააღმდეგობის კერები ჩაცხრა.
გარდა ამისა საბჭოთა რუსეთის მეგობარი ავღანეთი სოლივით იყო შეჭრილი ინგლისის კუთვნილ ინდოეთსა და ირანს შორის და დიდ თავსატეხს წარმოადგენდა ამ იმპერიისათვის. ასეთ დროს ავღანეთის მეფის განაწყენება კრემლს არანაირად არ აძლევდა ხელს. მაგრამ, რა უნდა ექნათ, როცა ვერაფრით აცხრობდნენ შეურაცხყოფილი მეფის მრისხანებას?!
ამანულამ სასწრაფოდ დატოვა საქართველო და მოსკოვს გაემგზავრა. ბოლშევიკებს რაღაც უნდა ეღონათ განაწყენებული სტუმრის გულის მოსაგებად, მის შემოსარიგებლად და... ძალიან მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექალთანე რევოლუციონრმა თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არავის უცდია გაერკვია, ნამდვილად თვითმკვლელობა იყო ეს თუ არა. მთავარი ის გახლდათ, რომ ამანულა ხანს საბჭოთა ხელისუფლებაზე ისევ მოუბრუნდა გული.
თუმცა მას შემდეგ, რაც ავღანეთის მეფეს ქვეშევრდომები აუჯანყდნენ რეფორმებისა და გაზრდილი გადასახადების გამო, ამანულა იძულებული გახდა, ტახტი დაეთმო და უცხოეთისთვის შეეფარებინა თავი, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
საბჭოთა ხელისუფლებამ კი შერისხული ალექსანდრე გეგეჭკორი სიკვდილის შემდეგ შეიწყალა, ანუ მისი რეაბილიტაცია მოახდინა და 1936 წელს მის მშობლიურ მარტვილის რაიონს გეგეჭკორის რაიონი ეწოდა. ასეც ერქვა მას 1990 წლამდე.