როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათები: დადასტურებულია მეცნიერულად

© Pixabay / maraisea
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. კარდიფისა და სუონსის უნივერსიტეტების მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რა გზით შეიძლება ყველაზე მარტივად ფსიქოპათის ამოცნობა, წერს გამოცემა Insider.
კვლევაში ფსიქიკური დაავადების მქონე 82 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ რეაგირებდნენ ისინი ვიზუალურ გამოსახულებებზე, ხმოვან კლიპებსა და ვიდეოებზე.
შედეგებმა აჩვენა, რომ საშინელი და სისხლიანი ვიზუალური გამოსახულებების ცქერისას ჯანმრთელ ადამიანებს თვალის გუგები უფართოვდებოდათ, ხოლო ფსიქოპათებს მათი ზომა არ ეცვლებოდათ.
მეცნიერთა თქმით, როგორც წესი, ადამიანის თვალის გუგები ფართოვდება მაშინ, როდესაც ის ხედავს ისეთ რამეს, რაც მას ანერვიულებს, აღელვებს და შეურაცხყოფს. ეს ორგანიზმში ადრენალინის ჭარბი გამოფრქვევის გამო ხდება. ფსიქოპათებს კი საშინელ გამოსახულებებზე ასეთი ძლიერი რეაქცია არ აქვთ, ვინაიდან ისინი ნაკლებად გრძნობენ საფრთხეებსა და შიშებს.
ექსპერტების ვარაუდით, ფსიქოპათები ემოციებს ჯანმრთელი ადამიანებივით მძლავრად იმის გამო არ განიცდიან, რომ ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, ანუ ნუშისებრი სხეული, რომელიც არის კიდეც ემოციებზე პასუხისმგებელი, ფსიქოპატებს 18%-ით პატარა აქვთ.
კვლევისას სწავლულებმა შენიშნეს, რომ ფსიქოპათებს თვალის გუგები ნორმალური ადამიანების მსგავსად მაშინ უფართოვდებოდათ, როდესაც ისინი ლამაზ გამოსახულებებს ადევნებდნენ თვალს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ფსიქოპათია შესაძლოა კავშირში იყოს არა ემოციების სრულ არარსებობასთან, არამედ საფრთხის დაქვეითებულ შეგრძნებასთან.
ყველა ახალი ამბავი
0