მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რამდენ ხანს იცოცხლებთ, ამას შუბლის ნაოჭები გიკარნახებთ: დადგინდა მეცნიერულად

© Pixabay / StockSnapქალის სახე
ქალის სახე - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ფრანგმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, რა კავშირია შუბლზე ნაოჭებსა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის, და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ.
ტულუზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაში 3.200 კაცი ჩართეს, რომელთა ასაკი 32-დან 62 წლამდე მერყეობდა. სწავლულები მათ მთელი 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში ექსპერიმენტის 233 მონაწილე გარდაიცვალა.
სპეციალისტებს აინტერესებდათ, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს შუბლზე ნაოჭებს, მათ რაოდენობასა და სიღრმეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. საცდელ პირებს ქულებით აფასებდნენ: ნული ქულა — ნაოჭების არარსებობას ნიშნავდა, სამი ქულა — ბევრ ღრმა ნაოჭს.
გოგონა აყვავებული ხის ტოტებში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2019
ნაოჭები სახეზე: რას ნიშნავს ისინი მდებარეობის მიხედვით
საბოლოოდ მეცნიერებმა გააანალიზეს ოცი წლის განმავლობაში თავმოყრილი მონაცემები და დაასკვნეს, რომ ნაადრევი სიკვდილისადმი ადამიანის მიდრეკილება გარკვეული თვალსაზრისით შეესაბამება შუბლზე გაჩენილ ნაოჭებს: რაც უფრო მეტია და ღრმა ნაოჭები, მით უფრო მაღალია იმის რისკი, რომ ადამიანი არც ისე დღეგრძელი აღმოჩნდება.
მაგალითად, გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებიც 2-3 ქულით ფასდებოდნენ, ადრეული სიკვდილის რისკი 10-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ნული ქულით იყო შეფასებული — ანუ ნაოჭები არ ჰქონდა.
ამასთან აღინიშნება, რომ მეცნიერები ითვალისწინებდნენ ასაკს, სქესს, განათლებას, თამბაქოს მოწევას, არტერიულ წნევას, გულის კუმშვების სიხშირეს, დიაბეტსა და სისხლში ლიპიდების დონეს.
როგორც მეცნიერები აზუსტებენ, ბევრი და ღრმა ნაოჭები ხშირად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება. მათი აზრით, სწორედ ამით შეიძლება აიხსნებოდეს კავშირი ნაოჭების არსებობასა და სიკვდილიანობას შორის.
ფრანგი მეცნიერების აღმოჩენა ავსებს კვლევათა სერიას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომასწავებელ გარეგნულ ნიშნებს ეძღვნება.
ყველა ახალი ამბავი
0