https://sputnik-georgia.com/20230108/mravalzarrva-wrilobas-namdvilad-axorcebs-xalxuri-metodebis-efeqturoba-mecnierulad-dasturdeba-260520559.html
მრავალძარღვა ჭრილობაზე და ბაყაყი რძეში: ხალხური მეთოდების ეფექტი მეცნიერულად დასტურდება
მრავალძარღვა ჭრილობაზე და ბაყაყი რძეში: ხალხური მეთოდების ეფექტი მეცნიერულად დასტურდება
Sputnik საქართველო
როგორც წესი, ხალხში ძველთაგან გავრცელებული რწმენა მცდარ შეხედულებებს ეფუძნება და პრაქტიკით არ დასტურდება. შავ კატას, რომელიც გზაზე გადაგირბენთ, უსიამოვნება არ... 08.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-08T19:10+0400
2023-01-08T19:10+0400
2023-01-08T19:10+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ჩვენ და ბუნება
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24096/59/240965985_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_9c1142f89cd81cce3a894cf3cecdeda9.jpg
მიუხედავად ამისა, მეცნიერები არ ჩქარობენ, პირწმინდად უარყონ ხალხური სიბრძნე. საქმე ისაა, რომ ზოგი მეთოდი ნამდვილად მუშაობს და ეს სამეცნიერო ექსპერიმენტებმა დაადასტურა.ქვემოთ რამდენიმე „მუშა“ მეთოდს გაგაცნობთ.ბაყაყი რძეშიიმისათვის, რომ რძე დიდხანს შეინახოს და არ ამჟავდეს, საჭიროა მასში ბაყაყი ჩასვათ. ამ მეთოდის ეფექტურობა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადასტურა.ფინელი, შვედი და რუსი სწავლულების თქმით, ამფიბიების ტყავი ანტიბაქტერიულ პეპტიდებს შეიცავს, რომლებიც საშიშ მიკროორგანიზმებს ებრძვის.მინდვრის ბაყაყის კანზე (Rana temporaria) სწავლულებმა 76 ასეთი ნივთიერება აღმოაჩინეს. ზოგმა მათგანმა ძლიერი ეფექტი გამოავლინა სალმონელისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ.მკვლევართა ვარაუდით, ბაყაყის პეპტიდებს აქვს უნარი, მოერიოს არა მარტო ჩვეულებრივ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, არამედ ბაქტერიების ანტიბიოტიკო-რეზისტენტულ შტამებსაც.ბულიონი გაციების წინააღმდეგქათმის ბულიონი ნამდვილად ეფექტურია რესპირატორული დაავადებებისას. მასში შემავალი ნივთიერებები ასუსტებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს და ხსნის ხველას, ყელის ტკივილსა და სურდოს.ნებრასკის (აშშ) სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბულიონის სმისას ავადმყოფის სისხლში არსებული ნეიტროფილების მოძრაობისუნარიანობა ქვეითდება.ნეოტროფილები — ეს სისხლში არსებული გრანულოციტური ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლებია, რომელთა რაოდენობის მატება არის ანთებითი პროცესების, ინფექციური დაავადებების, შოკის, სისხლდენის, მიოკარდიუმის ინფარქტის, დიაბეტური კეტოაციდოზის სადიაგნოსტიკო ნიშანი.გარდა ამისა, ბულიონი შეიცავს კარნოზინს, ანუ დიპეპტიდს, რომელსაც იმუნომოდულირების ეფექტი აქვს, და ცისტეინის ამინომჟავას, რომელიც ათხიერებს ნახველს და ხსნის ხველებას.მრავალძარღვა ჭრილობის შესახორცებლადჭრილობის ან ნაკაწრის სადეზინფექციოდ და სწრაფად მოსაშუშებლად ყველაზე მარტივი ხერხი — დაშავებულ ადგილზე მრავალძარღვას სუფთა ფოთლის დადებაა.ამ მცენარის სამკურნალო თვისებები ერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო კვლევით დადასტურდა. სწავლულებმა კურდღლებზე ჩატარებული ექსპერიმენტების სერიის შედეგად დაასკვნეს, რომ მრავალძარღვას ფოთლებს ჭრილობის შეხორცების ძლიერი უნარი მასში შემავალი პოლისაქარიდების, ფერმენტებისა და ვიტამინების გამო აქვს. ეს შერწყმა აჩქარებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს, ხოლო ბენზოინისა და სალიცილის მჟავები ანთების საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.მექსიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მრავალძარღვას ფოთლებს ასევე აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24096/59/240965985_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_e7425564de39bbde0a7c628b631ab628.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
ეს საინტერესოა, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
მრავალძარღვა ჭრილობაზე და ბაყაყი რძეში: ხალხური მეთოდების ეფექტი მეცნიერულად დასტურდება
როგორც წესი, ხალხში ძველთაგან გავრცელებული რწმენა მცდარ შეხედულებებს ეფუძნება და პრაქტიკით არ დასტურდება. შავ კატას, რომელიც გზაზე გადაგირბენთ, უსიამოვნება არ მოაქვს, ხოლო ბალიშქვეშ ამოდებული ნაჯახი ვაჟის დაბადებას არანაირად არ უწყობს ხელს.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები არ ჩქარობენ, პირწმინდად უარყონ ხალხური სიბრძნე. საქმე ისაა, რომ ზოგი მეთოდი ნამდვილად მუშაობს და ეს სამეცნიერო ექსპერიმენტებმა დაადასტურა.
ქვემოთ რამდენიმე „მუშა“ მეთოდს გაგაცნობთ.
იმისათვის, რომ რძე დიდხანს შეინახოს და არ ამჟავდეს, საჭიროა მასში ბაყაყი ჩასვათ. ამ მეთოდის ეფექტურობა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადასტურა.
ფინელი, შვედი და რუსი სწავლულების თქმით, ამფიბიების ტყავი ანტიბაქტერიულ პეპტიდებს შეიცავს, რომლებიც საშიშ მიკროორგანიზმებს ებრძვის.
მინდვრის ბაყაყის კანზე (Rana temporaria) სწავლულებმა 76 ასეთი ნივთიერება აღმოაჩინეს. ზოგმა მათგანმა ძლიერი ეფექტი გამოავლინა სალმონელისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ.
მკვლევართა ვარაუდით, ბაყაყის პეპტიდებს აქვს უნარი, მოერიოს არა მარტო ჩვეულებრივ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, არამედ ბაქტერიების ანტიბიოტიკო-რეზისტენტულ შტამებსაც.
ბულიონი გაციების წინააღმდეგ
ქათმის ბულიონი ნამდვილად ეფექტურია რესპირატორული დაავადებებისას. მასში შემავალი ნივთიერებები ასუსტებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს და ხსნის ხველას, ყელის ტკივილსა და სურდოს.
ნებრასკის (აშშ) სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა
დაადგინეს, რომ ბულიონის სმისას ავადმყოფის სისხლში არსებული ნეიტროფილების მოძრაობისუნარიანობა ქვეითდება.
ნეოტროფილები — ეს სისხლში არსებული გრანულოციტური ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლებია, რომელთა რაოდენობის მატება არის ანთებითი პროცესების, ინფექციური დაავადებების, შოკის, სისხლდენის, მიოკარდიუმის ინფარქტის, დიაბეტური კეტოაციდოზის სადიაგნოსტიკო ნიშანი.
გარდა ამისა, ბულიონი შეიცავს კარნოზინს, ანუ დიპეპტიდს, რომელსაც იმუნომოდულირების ეფექტი აქვს, და ცისტეინის ამინომჟავას, რომელიც ათხიერებს ნახველს და ხსნის ხველებას.
მრავალძარღვა ჭრილობის შესახორცებლად
ჭრილობის ან ნაკაწრის სადეზინფექციოდ და სწრაფად მოსაშუშებლად ყველაზე მარტივი ხერხი — დაშავებულ ადგილზე მრავალძარღვას სუფთა ფოთლის დადებაა.
ამ მცენარის სამკურნალო თვისებები ერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო კვლევით დადასტურდა. სწავლულებმა კურდღლებზე ჩატარებული ექსპერიმენტების სერიის შედეგად დაასკვნეს, რომ მრავალძარღვას ფოთლებს ჭრილობის შეხორცების ძლიერი უნარი მასში შემავალი პოლისაქარიდების, ფერმენტებისა და ვიტამინების გამო აქვს. ეს შერწყმა აჩქარებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს, ხოლო ბენზოინისა და სალიცილის მჟავები ანთების საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.
მექსიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მრავალძარღვას ფოთლებს ასევე აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.