https://sputnik-georgia.com/20230108/gardaicvala-msaxiobi-lamzira-cxeize-273743529.html
გარდაიცვალა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე
გარდაიცვალა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე
Sputnik საქართველო
ლამზირა ჩხეიძე საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი იყო. 08.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-08T17:30+0400
2023-01-08T17:30+0400
2023-01-08T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23773/26/237732615_40:0:1160:630_1920x0_80_0_0_f1f067197bae9e9cafe9dee90ac0a2fc.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოს დამსახურებული არტისტი ლამზირა ჩხეიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.ლამზირა ჩხეიძე 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია რუსუდანი ( „რვალი“), სუზონი („ფიგაროს ქორწინება“), ლიდა („ახალგაზრდა მასწავლებელი“), ფენია („ქარიშხლის წინ“), ქეთო („ხალისიანი მეგობრები“), ივლიტე ბოსტოღანაშვილი („ამბავი სიყვარულისა“), ოფელია („ჰამლეტი“), ცოლი („კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ.მის პასპორტში ორი რვიანი გაჩნდა! >>ჩხეიძეს შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიო გადაცემებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23773/26/237732615_180:0:1020:630_1920x0_80_0_0_4740c4ee26b5cf4af52948b0265c55db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კულტურა საქართველოში
გარდაიცვალა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე
ლამზირა ჩხეიძე საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი იყო.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოს დამსახურებული არტისტი ლამზირა ჩხეიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.
ლამზირა ჩხეიძე 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.
მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია რუსუდანი ( „რვალი“), სუზონი („ფიგაროს ქორწინება“), ლიდა („ახალგაზრდა მასწავლებელი“), ფენია („ქარიშხლის წინ“), ქეთო („ხალისიანი მეგობრები“), ივლიტე ბოსტოღანაშვილი („ამბავი სიყვარულისა“), ოფელია („ჰამლეტი“), ცოლი („კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ.
ჩხეიძეს შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიო გადაცემებში.