თბილისში ერთ ღამეში ექვსი ობიექტი გაქურდეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2023
გამოწერა
ყველა ობიექტს კერძო კომპანია იცავდა. ისინი შემთხვევის ადგილზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე მივიდნენ, თუმცა იქ არავი დახვდათ.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონში ერთ ღამეში სავაჭრო ობიექტებისა და კაფეს გქურდვის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.
მაღაზიები, ჰიპერმარკეტები, კაფე – ქურდებმა ამ ობიექტებიდან რამდენიმე ათასი ლარი წაიღეს. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ შევიდა არასრულწლოვნების ჯგუფი შენობებში და ფული წაიღო.
ყველა ობიექტს კერძო კომპანია იცავდა. ისინი შემთხვევის ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე მივიდნენ, თუმცა იქ უკვე არავინ იყო. ბოროტმოქმედებმა სულ რამდენიმე წამში შეძლეს შენობაში შესვლა და იქიდან ფულის წაღება.
„პრემიერ–ალკოს“ დირექტორმა თინათინ დიდავამ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში განაცხადა, რომ ეს საკმაოდ გამოცდილი დაჯგუფებაა, რადგან მათ 11 წუთში შეძლეს ობიექტის გატეხა, ეს ძალიან ადვილად გააკეთეს და შემდეგ ძალიან კარგად იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ. დიდავას თქმით, ისინი არ შეხებიან არცერთ ნივთს, პირდაპირ მივიდნენ სალაროსთან და აიღეს თანხა, რომელიც ახალი წლის დღეებში ივაჭრეს.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება, თუმცა, მათი დაკავება არ მომხდარა.
იგივე ჯგუფი, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის გაქურდვის შემდეგ, იმავე რაიონში განთავსებულ კაფეში შევიდა, საიდანაც 515 ლარი წაიღო. მათ ობიექტის გატეხა და იქიდან ფულის აღება 45 წამში მოახერხეს. კაფე „ნამუს“ მფლობელების თქმით, ისინი ბოლო ექვს თვეში უკვე მეორედ გაქურდეს, თუმცა ბოროტმოქმედები არავის დაუკავებია.
ვაკის რაიონში ქურდების მიზანი გახდა ასევე ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0