რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე

© photo: Sputnik / Stringerთოვლიანი გზა
თოვლიანი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2023
გამოწერა
უამინდობის გამო საავტომობილო გზების ზოგ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისი, 7იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106 კმ მონაკვეთზეც. აქაც ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის საავტომობილო გზის 3-4 კმ მონაკვეთს, აქ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0