სად და რისთვის მიდიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ

გამოწერა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გასვლითი ტურიზმის შესახებ 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.
ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693,4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3,9-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი (46,3%) განახორციელეს 31-50 წლის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალმა რეზიდენტებმა.
საანგარიშო პერიოდში რეზიდენტები ძირითადად იმყოფებოდნენ თურქეთში, რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (43,7%) განხორციელდა საყიდლების მიზნით. განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6,3 ღამე, ვიზიტზე საშუალო ხარჯმა კი 1.014,1 ლარი შეადგინა.
გასვლითი ტურიზმის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მკითხველი „Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაეცნობა.
ყველა ახალი ამბავი
0