გუდაური -კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Stringerე.წ. სამხედრო გზა – სატვირთო ავტომობილები
ე.წ. სამხედრო გზა – სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2023
გამოწერა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გუშინ ჩაიკეტა.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის გამო გუშინ აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იყო.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0