https://sputnik-georgia.com/20230107/2023-wlis-astronomiuli-kalendari-yvelaze-mnishvnelovani-movlenebi-273722575.html
2023 წლის ასტრონომიული კალენდარი: ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები
2023 წლის ასტრონომიული კალენდარი: ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები
Sputnik საქართველო
2023 წლის ასტრონომიული კალენდარი მდიდარია სხვადასხვა კოსმოსური მოვლენებით - ვარსკვლავთცვენით, მზის და მთვარის დაბნელებით, ასევე სუპერმთვარეობით. 07.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-07T17:58+0400
2023-01-07T17:58+0400
2023-01-07T17:58+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/06/273700579_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_21b81bae30ce3865743b701e92ad9ca9.png
2023 წელს მთავარი ასტრონომიული მოვლენა იქნება ჰიბრიდული და რგოლისებრი მზის დაბნელება. მიმდინარე წელს ოთხი დაბნელება მოხდება - ორი მზის და ორი მთვარის.სუპერმთვარეობა რამდენჯერმე დაფიქსირდება.მიმდინარე წელს პირველი ვარსკვლავთცვენა -კვადრანტიდას მეტეორული ნაკადი - ყველაზე მძლავრ აქტიურობას 3-4 იანვრის ღამეს მიაღწევს. ცალკეული ვარსკვლავების ხილვა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრიდან 12 იანვრის პერიოდში.ლირიდების მეტეორული ნაკადი მოსალოდნელია 16-25 აპრილის პერიოდში, რომლის პიკიც 22-23 აპრილს იქნება.აკვარიდების მეტეორულ ნაკადს ადამიანები 16 აპრილიდან 28 მაისის პერიოდში ნახავენ - მეტეორული ნაკადის პიკი 6-7 მაისს მიაღწევს.პერსეიდები - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეტეორული ნაკადია, რომელიც 10-20 აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდება. იგი აქტივობის პიკს, ჩვეულებრივ, 12-14 აგვისტოს მიაღწევს.ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლები ორიონიდების მეტეორულ ნაკადს 2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის პერიოდში იხილავენ - აქტივობის პიკი 21-22 ოქტომბერს დაფიქსირდება.ტაურიდების მეტეორული ნაკადი 7 სექტემბრიდან 10 დეკემბრის პერიოდშია მოსალოდნელი, აქტივობის პიკი, ჩვეულებრივ, 5-6 ნოემბერს დაფიქსირდება.ლეონიდების მეტეორების წვიმა 6-30 ნოემბრის პერიოდში დაფიქსირდება - აქტივობის პიკი 17-18 ნოემბერსაა მოსალოდნელი.გემინიდების მეტეორთა ნაკადს ადამიანები 7-18 დეკემბერს დააკვირდებიან - ეს ნაკადი მაქსიმალურ ინტენსივობას 13-14 რიცხვში მიაღწევს.ურსიდების მეტეორული ნაკადი 17 დეკემბერს დაფიქსირდება და დაახლოებით 7 დღეს გასტანს - აქტივობის პიკი 20-22 დეკემბერს მიაღწევს.2023 წელს გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს, 02:24 საათზე დადგება, ზაფხულის ბუნიობა კი 21 ივნისს, 18:57 საათზე. შემოდგომის ბუნიობა დადგება 23 სექტემბერს, 10:49 საათზე, ხოლო ზამთრის ბუნიობა 22 დეკემბერს, 07:27 საათზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/06/273700579_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_3d1de3c931262327a010c367dea959ca.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
2023 წლის ასტრონომიული კალენდარი: ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები
2023 წლის ასტრონომიული კალენდარი მდიდარია სხვადასხვა კოსმოსური მოვლენებით - ვარსკვლავთცვენით, მზის და მთვარის დაბნელებით, ასევე სუპერმთვარეობით.
2023 წელს მთავარი ასტრონომიული მოვლენა იქნება ჰიბრიდული და რგოლისებრი მზის დაბნელება. მიმდინარე წელს ოთხი დაბნელება მოხდება - ორი მზის და ორი მთვარის.
სუპერმთვარეობა რამდენჯერმე დაფიქსირდება.
მიმდინარე წელს პირველი ვარსკვლავთცვენა -კვადრანტიდას მეტეორული ნაკადი - ყველაზე მძლავრ აქტიურობას 3-4 იანვრის ღამეს მიაღწევს. ცალკეული ვარსკვლავების ხილვა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრიდან 12 იანვრის პერიოდში.
ლირიდების მეტეორული ნაკადი მოსალოდნელია 16-25 აპრილის პერიოდში, რომლის პიკიც 22-23 აპრილს იქნება.
აკვარიდების მეტეორულ ნაკადს ადამიანები 16 აპრილიდან 28 მაისის პერიოდში ნახავენ - მეტეორული ნაკადის პიკი 6-7 მაისს მიაღწევს.
პერსეიდები - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეტეორული ნაკადია, რომელიც 10-20 აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდება. იგი აქტივობის პიკს, ჩვეულებრივ, 12-14 აგვისტოს მიაღწევს.
ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლები ორიონიდების მეტეორულ ნაკადს 2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის პერიოდში იხილავენ - აქტივობის პიკი 21-22 ოქტომბერს დაფიქსირდება.
ტაურიდების მეტეორული ნაკადი 7 სექტემბრიდან 10 დეკემბრის პერიოდშია მოსალოდნელი, აქტივობის პიკი, ჩვეულებრივ, 5-6 ნოემბერს დაფიქსირდება.
ლეონიდების მეტეორების წვიმა 6-30 ნოემბრის პერიოდში დაფიქსირდება - აქტივობის პიკი 17-18 ნოემბერსაა მოსალოდნელი.
გემინიდების მეტეორთა ნაკადს ადამიანები 7-18 დეკემბერს დააკვირდებიან - ეს ნაკადი მაქსიმალურ ინტენსივობას 13-14 რიცხვში მიაღწევს.
ურსიდების მეტეორული ნაკადი 17 დეკემბერს დაფიქსირდება და დაახლოებით 7 დღეს გასტანს - აქტივობის პიკი 20-22 დეკემბერს მიაღწევს.
2023 წელს გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს, 02:24 საათზე დადგება, ზაფხულის ბუნიობა კი 21 ივნისს, 18:57 საათზე. შემოდგომის ბუნიობა დადგება 23 სექტემბერს, 10:49 საათზე, ხოლო ზამთრის ბუნიობა 22 დეკემბერს, 07:27 საათზე.