უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო ცნობები

© Roads Department of Georgiaნაქერალას უღელტეხილი
ნაქერალას უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტოს მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ზემო ლარსი დღეს: გზაზე შეზღუდვები მოქმედებს >>
შეზღუდვა მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0