https://sputnik-georgia.com/20230106/saqartvelo-marali-simzlavris-generatorebi-ukrainistvis-273699941.html
დახმარება კიევს: საქართველოდან გაგზავნილი მძლავრი გენერატორები უკრაინაშია
დახმარება კიევს: საქართველოდან გაგზავნილი მძლავრი გენერატორები უკრაინაშია
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეძენილი და უკრაინაში გაგზავნილი მძლავრი 25 გენერატორი კიევში ჩავიდა და უკვე... 06.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-06T15:24+0400
2023-01-06T15:24+0400
2023-01-06T19:30+0400
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/06/273699784_0:210:769:642_1920x0_80_0_0_3ec5b386aaa6e20641bf4dd12f08f4c7.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეძენილი და უკრაინაში გაგზავნილი მძლავრი 25 გენერატორი კიევში ჩავიდა და უკვე გადანაწილდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.უწყების ცნობით, აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.გენერატორები საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გაიგზავნა.გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით გენერატორები საჭიროების შესაბამისად გადანაწილდა სხვადასხვა რეგიონში — ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვისა და კიევის ოლქებში, ასევე ქალაქ კიევში.1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიძინა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შედის. აღნიშნული გენერატორების მეშვეობით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში მუშაობას შეძლებენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/06/273699784_0:138:769:714_1920x0_80_0_0_e2d86bbb1af326995e724273c1b02cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეძენილი და უკრაინაში გაგზავნილი მძლავრი 25 გენერატორი კიევში ჩავიდა და უკვე გადანაწილდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
უწყების ცნობით, აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.
გენერატორები საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გაიგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით გენერატორები საჭიროების შესაბამისად გადანაწილდა სხვადასხვა რეგიონში — ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვისა და კიევის ოლქებში, ასევე ქალაქ კიევში.
1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიძინა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შედის.
აღნიშნული გენერატორების მეშვეობით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში მუშაობას შეძლებენ.