მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა - სააკაშვილი საშობაოდ პოსტს აქვეყნებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დამდეგ შობასთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს, სადაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მადლობას უხდის მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრისთვის.

„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს“, — დაწერა სააკაშვილმა.

ამასთან ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება მათაც, „ვინც სულიერი რეალობა რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა“, და ამბობს, რომ მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“.
„ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და, რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა“, — ნათქვამია სააკაშვილის პოსტში.
ექს-პრეზიდენტი გზავნილს იმედიანი სიტყვებით ასრულებს და წერს, რომ გაიმარჯვებს თავისუფლება — როგორც ამას უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგი — „თავისუფლება ან სიკვდილი“ ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0