მოსაზრება: როგორ შეიცვლება რუსული გაზის გაყიდვების ბაზარი 2023 წელს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
იგორ იუშკოვი
2022 წელი გარდამტეხი იყო მთელი გლობალური ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული კრიზისი წარმოიშვა 2021 წელს და გამოწვეული იყო, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის არაადეკვატური ენერგეტიკული პოლიტიკით, მან სრულად თავი 2022 წელს იჩინა.
გარდა ამისა, 2022 წელს გლობალური ენერგეტიკული კრიზისი ეკონომიკურში გადაიზარდა, რაც, თავის მხრივ, 2023 წელს იჩენს თავს.

რა დაემართა მილსადენებს

ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა ცვლილებები ხდება. ყველაზე დინამიურები დაფიქსირდა ნავთობისა და ქვანახშირის ბაზრებზე. რუსეთმა გაცვალა ბაზრები სხვა მწარმოებლებთან: რუსული ნედლეული წავიდა აზიაში, ხოლო სხვა მომწოდებლებმა თავიანთი ექსპორტი ევროპაში გადაიტანეს.
დრამატული ცვლილებები ხდებაგაზისსექტორშიც. გაზისტრანსპორტირებართულია, რაცხელსუშლისბაზრისისეთსავე დინამიურგადაწყობას, როგორიცნავთობისადაქვანახშირისმრეწველობაში მოხდა. ამიტომ, როდესაცრუსეთმა2022 წელს შეამცირა მილსადენისგაზისმიწოდებაევროპაში, წარმოებისმოცულობაცუნდაშემცირებულიყო. შესაბამისად, დეფიციტიმსოფლიობაზარზეგაიზარდა, რადგანრუსეთიდანგაზისექსპორტიშემცირდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპაში გაზის მიწოდების შემცირება არ არის პასუხი ანტირუსულ სანქციებზე. არც რუსეთს და არც ევროკავშირს არ დაუწესებიათ ერთმანეთის მიმართ შეზღუდვები გაზის ვაჭრობის სფეროში. უბრალოდ, თითოეულ გაზსადენს თავისი პრობლემები აქვს.
„ჩრდილოეთის ნაკადი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში ამცირებდა გადაქაჩვის მოცულობებს გაზის კომპრესორების სადგურზე ტურბინების მომსახურების შეუძლებლობის გამო: კანადამ სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, რაც კრძალავს ენერგოტექნიკური აღჭურვილობის გაგზავნას. ხოლო Nord Stream-ის ფარგლებში ტურბინებს მხოლოდ მონრეალში ემსახურებიან. შედეგად, 3 სექტემბრისთვის ბოლო ტურბინამ თავისი რესურსი ამოწურა და გაზსადენი შეჩერდა. 26 სექტემბერს კი შვედეთის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადები“ ააფეთქეს.
გაზსადენ იამალი-ევროპის გამოყენება ასევე შეუძლებელია, რადგან ჯერ კიდევ გაზაფხულზე პოლონეთმა ფაქტობრივად გაზპრომის წილის (48,82%) ნაციონალიზაცია მოახდინა გაზსადენის პოლონური მონაკვეთის ოპერატორ EuRoPol GAZ-ში. საპასუხოდ, რუსეთმა ამ სტრუქტურის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ახლა რუსული კომპანიები მასთან ბიზნესს ვერ აწარმოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ გაზის ტრანზიტის მომსახურებას ვერ დაუკვეთავს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შენარჩუნებულია, ის დაახლოებით 60%-ით შემცირდა. 10 მაისიდან უკრაინამ უარი თქვა სოხრანოვკას გაზსაზომი სადგურით გადაქაჩვებზე, რადგან გაზსადენი ლუგანსკის ტერიტორიაზე გადის. თუმცა თავად გაზსადენი არ არის დაზიანებული. გადაქაჩვები შენარჩუნებულია მხოლოდ უფრო ჩრდილოეთ მარშრუტის გასწვრივ: სუჯას სადგურის გავლით (კურსკის რეგიონი).
როგორც „გაზპრომი“ აღნიშნავს, ის არ ელოდა, რომ „სუჯას“ ოდესმე გამოიყენებდა გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის გადასაქაჩად, ამიტომ მან მოახდინა გაზსადენების ნაწილის ოპტიმიზაცია (ფაქტობრივად დემონტაჟი). აქედან გამომდინარე, „გაზპრომმა“ ვერ შეძლო გაზის იმ მოცულობების გადამისამართება, რომელიც სოხრანოვკის გავლით გადიოდა სუჯაში. შედეგად, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი დაახლოებით 42,4 მილიონი კუბური მეტრია დღეში. ამასთან, შეიქმნა პირობები მისი სრული გაჩერებისთვის.
საქმე ისაა, რომ „გაზპრომსა“ და უკრაინულ ოპერატორს შორის ხელშეკრულებით ტრანზიტი 109,5 მილიონი კუბური მეტრი უნდა იყოს დღეში. თუ რუსული კონცერნი ფიზიკურად ვერ ტუმბავს ამ მოცულობას, მან მაინც უნდა გადაიხადოს მისი საფასური. ახლა „გაზპრომი“ უკრაინულ მხარეს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან ის არ იძლევა სოხრანივკის გავლით მარშრუტის გამოყენების საშუალებას და მხოლოდ რეალურად გადაქაჩული მოცულობების საფასურს იხდის. უკრაინული ოპერატორი ამტკიცებს, რომ ეს „გაზპრომი“ არღვევს ხელშეკრულებას და ბოლომდე არ იხდის საფასურს. ამიტომ, ტრანზიტის სრული შეჩერება შეიძლება მოხდეს არა გაზსადენების დაზიანების გამო, არამედ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.
ერთადერთი ნორმალურად მოქმედი გაზსადენი რუსეთიდან ევროპაში არის „თურქული ნაკადი“. ამ სისტემის მთლიანი სიმძლავრე 31,5 მილიარდი კუბური მეტრია. იგი შედგება ორი ტოტისგან — თითოეული 15,75 მილიარდი კუბური მეტრი. ერთი თურქეთისთვის, მეორე — ევროპისთვის.
ამრიგად, თუ 2021 წელს რუსეთმა ევროპას მიაწოდა დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი მილსადენის გაზი, 2022 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80-90 მილიარდი კუბური მეტრია. თუ ევროპისკენ გაზის ამჟამინდელი დღიური გადაქაჩვები გაგრძელდება მთელი 2023 წლის განმავლობაში, მაშინ იქ ექსპორტის მოცულობა მხოლოდ დაახლოებით 30 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

რისთვისაა საჭირო გაზის ჰაბი თურქეთში?

რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ევროპის გაზის ბაზარი, რომელსაც 50 წელზე მეტია ამარაგებს. შეიძლება ბოროტი სიხარულით შევნიშნოთ, ახლა დაინახავენ ევროპელები, რაზე იყო დაფუძნებული მათი ინდუსტრიის კეთილდღეობაო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპაში გაზის გაყიდვა რუსეთს ბევრ შემოსავალს აძლევს. ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარ ეკონომიკაზე ფიქრი. თუმცა, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული პოლიტიკური კონფლიქტი არ იძლევა მუშაობის მანამდელ ფორმატში დაბრუნების საშუალებას.
მიუხედავად ამისა, ევროპას ჯერ კიდევ აქვს გაზის გამოყენების ობიექტური მოთხოვნილება და რუსეთს სურს აღადგინოს ექსპორტი დასავლეთის მიმართულებით.
რუსეთის ხელმძღვანელობა გაზის სექტორში თანამშრომლობის ახალ ფორმატს სთავაზობს. მანამდე „გაზპრომი“ გაზის ბოლო მომხმარებლამდე მიწოდებას ცდილობდა. თავზე იღებდა გაზსადენების მშენებლობის ხარჯებს, ყიდულობდა თავად ევროპაში გამყიდველ კომპანიებს, დათანხმდა სატრანზიტო ქვეყნებთან ურთიერთობის რისკებს და ა.შ. ახლა კი მოსკოვი შემდეგ თეზისს დეკლარირებს: „რადგან თქვენ აფეთქებთ ჩვენს გაზსადენებს და ახდენთ მათ ნაციონალიზაციას, ზეწოლასა და დისკრიმინაციას ახდენთ „გაზპრომზე“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ნიღბის ქვეშ, ახლა ჩვენ ევროპაში კი აღარ შემოვალთ, გაზს საზღვარზე მოგცემთ“. ამ პოზიციამ თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის იდეა წარმოშვა.
ამან უნდა შეასუსტოს გაზის სექტორის პოლიტიზაცია. ახლა ევროპული კომერციული კომპანიები შეძლებენ თავიანთ პოლიტიკოსებს განუცხადონ, რომ გაზი იყიდეს არა რუსეთიდან, არამედ ჰაბზე. გარდა ამისა, პროექტი აღებს მიწოდების შესაძლებლობებს როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე ირანისთვის. ასევე შესაძლებელია გაზის გაცვლა რუსეთსა და ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს შორის. ბოლოს და ბოლოს, მოსკოვიც და ანკარაც დაინტერესებული არიან, რომ მომწოდებლების მაქსიმალური რაოდენობა ჰყავდეთ მომავალ ჰაბში. რა თქმა უნდა, რუსეთი ელოდება, რომ „გაზპრომი“ მაინც მთავარი მიმწოდებელი იქნება.
ფაქტობრივად, რუსეთსა და ევროპას გაზის ურთიერთობებში 50 წლით უკან დაბრუნება შეუძლიათ. საბჭოთა გაზის მიწოდების ყველაზე პირველი კონტრაქტების თანახმად, ნედლეული სოციალისტური ბლოკის საზღვრებს გარეთ პირველ ნეიტრალურ სახელმწიფოს, ავსტრიას მიეწოდებოდა, იქ გაზის მესაკუთრე იცვლებოდა და უკვე ევროპული კომპანიები აწვდიდნენ მას თავთავიანთ ქვეყნებს. ასე გაჩნდა ავსტრიული გაზის ჰაბი ბაუმგარტენში.

გაზსადენი ჩინეთში და თხევადი გაზი

ამავდროულად, რუსეთს ესმის, რომ ევროპა, ნებისმიერ შემთხვევაში, შემცირებადი ბაზარია. ჩვენ ვხედავთ როგორც დეინდუსტრიალიზაციის პროცესს, ისე განახლებადი ენერგიის წყაროებზე ნაწილობრივ გადასვლას.
სტრატეგიულად, რუსულ გაზს მოუწევს ქვანახშირისა და ნავთობის გზაზე გავლა და აზიის ბაზრებზე გადასვლა. თუმცა, ამისთვის საჭირო იქნება ახალი გაზსადენების აშენება და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებისთვის დიდი სიმძლავრის ქარხნების მშენებლობის საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავება.
პირველ შემთხვევაში, „გაზპრომი“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის „სიბირი-2-ის“ მშენებლობაზე. პეკინი რთული, მკაცრი მომლაპარაკებელია, ის დარწმუნებულია, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. მიაჩნია, რომ, რაც უფრო უარესად აქვს „გაზპრომს“ საქმე ევროპაში, მით უფრო დამთმობი იქნება. რუსული მხარე ჩინეთს ესაუბრება თეზისით, რომ თუ ჩინეთს კონფლიქტის გამწვავება აქვს შეერთებულ შტატებთან, მაშინ არსებობს LNG-ის მიწოდების შეწყვეტის რისკი, რუსული გაზსადენები კი ენერგომატარებლების საიმედო წყაროა.
რა თქმა უნდა, აქტუალურია რუსეთში LNG ქარხნების მშენებლობა. ეს საშუალებას მისცემს რუსულ კომპანიებს, არ იყვნენ დამოკიდებული გაყიდვების რომელიმე ბაზარზე. საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავებას დრო და დიდი ინვესტიცია დასჭირდება. მაგრამ ამის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს ბუნებრივი აირის მარაგების სრულად მონეტიზაციას.
2023 წელი გვიჩვენებს, რამდენად წარმატებით შეძლებს რუსეთი გაუმკლავდეს გაზის სექტორში არსებულ გამოწვევებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0