რამდენი ადამიანი მოიწამლა ახალი წლის დღეებში საქართველოში

© photo: Sputnik / Murad Orujov / გადასვლა მედიაბანკშისაახალწლო ფოიერვერკი
საახალწლო ფოიერვერკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სტატისტიკა გაიზარდა.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის 257 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება პირველი არხი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში დაფიქსირებული კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებიდან 81 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ცნობისთვის, 2022 წლის იანვრის პირველ დღეებში გამოვლინდა ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა. აქედან თბილისში 97, რეგიონებში კი 134 შემთხვევაა დადასტურებული.
დედაქალაქში 20 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რეგიონებში კი — 40 პაციენტისა.
შედარებით ნაკლები იყო კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები — სულ 41. თბილისში საკვებით 12 ადამიანი მოიწამლა, რეგიონებში კი — 29.
დედაქალაქში 3 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რეგიონებში კი - 12-ისა.
ყველა ახალი ამბავი
0