იკრძალება კატეგორიულად: ექვსი პროდუქტი, რომელთა ხელმეორედ გაცხელება საშიშია

© Pixabay / PublicDomainPictures
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
შობა–ახალი წლის დღესასწაულებისთვის ოჯახებში არაერთი თავი კერძი მზადდება, რომელთაც მერე რამდენიმე დღის განმავლობაში მიირთმევენ. მათგან ზოგის ხელმეორედ გაცხელება კი, თურმე, ძალიან საშიშია.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. წინდაწინ მომზადებული და მაცივარში შენახული ზოგი კერძის განმეორებით გათბობა დაუშვებელია, ვინაიდან ეს სერიოზულ რისკებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, წერს გამოცემა Ensonhaber სპეციალისტებზე დაყრდნობით.
გამოცემის ექსპერტებმა რამდენიმე პროდუქტის ჩამონათვალი მოამზადეს, რომელთა ხელმეორედ გაცხელება დაუშვებელია. ამასთან, ისინი გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემენ, თუ ამ პროდუქტებიდან რომელიმეს გათბობას მაინც დააპირებთ.

ქათამი

ქათამი შეიცავს ცილებს, რომლებიც ცუდად რეაგირებს განმეორებით თერმულ დამუშავებაზე. შესაბამისად, გაცივებული და შემდეგ კვლავ შემთბარი ქათმის ჭამამ შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს.
თუ ქათმის ან ქათმით მომზადებული კერძის გაცხელებას აპირებთ, დარწმუნდით, რომ ის ყველა მხრიდან და მთლიანად გაცხელდება, თანაც საკმარისად.

კვერცხი

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხს პრაქტიკულად არავინ აცხელებს ხელმეორედ, სპეციალისტები მაინც გვაფრთხილებენ, რომ ეს ის პროდუქტია, რომლის კვლავ გათბობა კატეგორიულად დაუშვებელია.
საქმე ისაა, რომ განეორებითი თერმული დამუშავების დროს კვერცხის ცილოვანი სტრუქტურა იშლება და წარმოიქმნება ტოქსიკური ეფექტი, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას არღვევს.

ისპანახი

თუ ისპანახის ისეთი კერძის რეცეპტი იცით, რომელიც ცხლად იჭმება, დაიმახსოვრეთ: ისპანახში, ისევე, როგორც სხვა ფოთლოვან მწვანილეულში, რკინა და ნიტრატები შედის. ხელმეორედ გაცხელებისას ნიტრატები იშლება და წარმოიქმნება ისეთი ნიტრატები, რომლებიც სისხლში ჟანგბადის დონეზე ახდენს გავლენას. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს კვებითი მოწამვლაც.

ბრინჯი

თუ მოხარშულ ბრინჯს ოთახის ტემპერატურაზე ერთ საათზე მეტხანს შეინახავთ, მასში ბაქტერიები წარმოიქმნება. ამიტომ ჭამის შემდეგ მორჩენილი ბრინჯი დაუყოვნებლივ უნდა გადაიტანოთ ჰერმეტულ კონტეინერში და მაცივარში შედგათ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ მისი ხელმეორედ გათბობა დასაშვებია.

კარტოფილი

თუ მომზადებულ კარტოფილს ოთახის ტემპერატურაზე შეინახავთ, ეს შეიძლება საშიში იყოს. თბილი ჰაერი ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც განმეორებითი გაცხელებისას არ იღუპება. ამიტომ ჭამის შემდეგ დარჩენილი კარტოფილის კერძები დაუყოვნებლივ უნდა შედგათ მაცივარში.

სოკო

ეს ის პროდუქტია, რომელიც მომზადების დღესვე უნდა შეიჭამოს. მისი ხელმეორედ გათბობა ცილოვან სტრუქტურას არღვევს და შესაძლოა გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.
თუ სოკოს კერძი იმავე დღეს ვერ შეჭამეთ, ჯობს მომდევნო დღეს ცივად მიირთვათ.
წყარო: Ensonhaber
ყველა ახალი ამბავი
0