მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვში „Sputnik-ლიეტუვის“ დაკავებული მთავარი რედაქტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიაქცია „Sputnik-ლიეტუვის“ მთავარი რედაქტორის მარატ კასემის მხარდასაჭერად
აქცია „Sputnik-ლიეტუვის“ მთავარი რედაქტორის მარატ კასემის მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
კასემი რიგაში დააკავეს, 5 იანვარს რიგის სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა და ის უკვე რიგის ცენტრალურ ციხეშია გადაყვანილი.
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. მოსკოვში, ლატვიის საელჩოსთან „Sputnik-ლიეტუვის“ დაკავებული მთავარი რედაქტორის მარატ კასემის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
საელჩოს შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები ლოზუნგებით: „თავისუფლება მარატ კასემს", „მარატ, ჩვენ შენთან ვართ!", „სად არის სიტყვის თავისუფლება, ლატვია?", „სიტყვის თავისუფლება თავისუფალ ვარდნაში", „ევროკავშირის ქარტიამ ევროკავშირი დატოვა", „ევროკავშირო, მზად ხარ დაგმო?"
აქციას მედიაჯგუფ Russia Today-ს გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი ესწრებოდა. მას ეჭირა ბანერი წარწერით „ხელები შორს რუსი ჟურნალისტებისგან“.
„მარატ კასემი აღმოჩნდა მათ კლანჭებში, დაუცველი, უიარაღო გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ. საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო, აიყვანეს უბრალოდ დაუცველი ადამიანი და დააკავეს", – განაცხადა კისელიოვმა პარასკევს ჟურნალისტის მხარდასაჭერ აქციაზე.
საელჩოს შენობასთან სამართალდამცველების მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი იდგა. აქციაზე არავინ დაუკავებიათ.
მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა, რამდენიმე წელია ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში მედიაჯგუფში Russia Today, რომელშიც ასევე შედის „Sputnik-ლიეტუვა“. 30 დეკემბერს ჟურნალისტი ლატვიაში ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა. „Sputnik-ლიეტუვის“ ცნობით, ის დააკავეს და 5 იანვარს რიგის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე რიგის ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0