ღარიბაშვილმა სომეხ ხალხს დამდეგი ქრისტეშობა მიულოცა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სომეხ მოსახლეობას და ზოგადად სომეხ ხალხს დამდეგი ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

„მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს, ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

პრემიერის თქმით, ქართველ და სომეხ ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა მათი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა განაპირობა, და ეს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს და ნათლისღებას ერთ დღეს – 6 იანვარს აღნიშნავს. 7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება.
შობის დღესასწაული სომხეთში 13 იანვრამდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0