https://sputnik-georgia.com/20230106/arcevnebi-amerikis-warmomadgenelta-palatasi-273698337.html
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ვერც მე-11 ცდაზე აირჩია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ვერც მე-11 ცდაზე აირჩია
Sputnik საქართველო
1860 წელს შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატას სპიკერის ასარჩევად 44 ტური დასჭირდა. 06.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-06T13:54+0400
2023-01-06T13:54+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250553027_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c1be26194a3aaef20db25c5e24fcac93.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭისყრის მესამე დღეს კვლავ ვერ შეძლო სპიკერის არჩევა, იუწყება BBC.გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის წამყვან კანდიდატს კევინ მაკარტის კენჭისყრის მე-11 ცდაზე 18 ხმა დააკლდა პოსტზე ასარჩევად. სულ მას 218 ხმა ესაჭიროება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად.მომდევნო კენჭისყრა პარასკევსაა დაგეგმილი.150 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევის მიზეზი, როდესაც გამარჯვებული პარტია კენჭისყრის თერთმეტი ტურის შემდეგაც ვერ ირჩევს სპიკერს, არის კევინ მაკარტის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ოცი რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ხმების სანაცვლოდ მისგან სხვადასხვა დათმობებს ითხოვენ. ესენია, მაგალითად: ცნობილია, რომ მაკარტი უკვე დათანხმდა ზოგიერთ მოთხოვნას, მაგრამ კენჭისყრა მაინც ჩიხშია შესული, ვინაიდან ოცკაციანი რესპუბლიკური ჯგუფი დანებებას არ პირებს. დემოკრატებმა, რომლებიც ახალ კონგრესში უმცირესობაში იქნებიან, ერთხმად მისცეს ხმა საკუთარ კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრისს.აღსანიშნავია, რომ 1860 წელს შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატას სპიკერის ასარჩევად 44 ტური დასჭირდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250553027_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4c8cc5ce5d5c8cf4666f90bc8c93cf27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ვერც მე-11 ცდაზე აირჩია
13:54 06.01.2023 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) 1860 წელს შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატას სპიკერის ასარჩევად 44 ტური დასჭირდა.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭისყრის მესამე დღეს კვლავ ვერ შეძლო სპიკერის არჩევა, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის წამყვან კანდიდატს კევინ მაკარტის კენჭისყრის მე-11 ცდაზე 18 ხმა დააკლდა პოსტზე ასარჩევად. სულ მას 218 ხმა ესაჭიროება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად.
მომდევნო კენჭისყრა პარასკევსაა დაგეგმილი.
150 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევის მიზეზი, როდესაც გამარჯვებული პარტია კენჭისყრის თერთმეტი ტურის შემდეგაც ვერ ირჩევს სპიკერს, არის კევინ მაკარტის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ოცი რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ხმების სანაცვლოდ მისგან სხვადასხვა დათმობებს ითხოვენ. ესენია, მაგალითად:
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევისა და გადაყენების პროცედურის გამარტივება,
ჯგუფის წევრების დანიშვნა ძირითად კომიტეტებში,
სამომავლო კენჭისყრის ჩატარება მთავრობის ხარჯების შემცირების თაობაზე და ა.შ.
ცნობილია, რომ მაკარტი უკვე დათანხმდა ზოგიერთ მოთხოვნას, მაგრამ კენჭისყრა მაინც ჩიხშია შესული, ვინაიდან ოცკაციანი რესპუბლიკური ჯგუფი დანებებას არ პირებს.
დემოკრატებმა, რომლებიც ახალ კონგრესში უმცირესობაში იქნებიან, ერთხმად მისცეს ხმა საკუთარ კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრისს.
აღსანიშნავია, რომ 1860 წელს შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატას სპიკერის ასარჩევად 44 ტური დასჭირდა.