პუტინმა შოიგუს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება დაავალა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა პატრიარქ კირილის მოწოდება გაითვალისწინა, რომელიც საშობაო დაზავებას გულისხმობს.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა, დააწესოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00-დან 7 იანვრის 00:00 საათამდე.

„უწმინდესის, პატრიარქ კირილის მომართვის გათვალისწინებით, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, დააწესოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე უკრაინასთან საომარ მთელ ხაზზე“, – ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ბრძანებაში.

საომარი მოქმედებების რაიონებში ბევრი მართლმადიდებელი მოქალაქე ცხოვრობს, ამიტომ რუსეთი უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, მისცეს მათ წინასაშობაო და საშობაო ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება, აღნიშნავენ კრემლში.
რუსეთის პატრიარქი საშობაო ზავის გამოცხადების მოწოდებით გამოდის>>
მანამდე, ხუთშაბათს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. „მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, – ითხოვა რუსეთის პატრიარქმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0