მოსახლეობას კომუნალური კომპანიების მიერ უკანონოდ დარიცხული 1 მლნ ლარზე მეტი ჩამოაწერეს

© photo: Sputnik / Stringerსემეკი
სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
გასულ წელს სემეკში კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3.549 საჩივარი შევიდა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკში) 2022 წლის განმავლობაში 15 ათასზე მეტი განცხადება შემოვიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სემეკის ცნობით, 15.437 განცხადება/წერილიდან კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3.549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1,2 მლნ ლარი ჩამოაწერა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166.266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 730.233 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში – 348.319 ლარი.
სემეკი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს შეახსენებს და მოუწოდებს, კომუნალური კომპანიების მხრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც: https://bit.ly/3QiBM2O.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0