გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი, რეჟისორი და სცენარისტი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, იუწყება „პირველი არხი“.
გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1971 წელს – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 1976 წელს კი – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
იყო ტელევიზიის კინორეჟისორი, მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე.
ლევაშოვ-თუმანიშვილს გადაღებული აქვს ფილმები: „პრემიერა“, „ექსპერიმენტი“, „მთვარის გლობუსი“, „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს" და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0