მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაეროში მერკელისა და ოლანდის აღიარება კომენტარის გარეშე დატოვეს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
დეკემბრის დასაწყისში ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მინსკის შეთანხმებები კიევის გაძლიერებისთვის დროის მიცემის მცდელობა იყო.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის ექს-პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებაზე, რომ მინსკის შეთანხმებებმა კიევს არმიის გასაძლიერებლად დრო მისცა, იუწყება РИА Новости.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ ასახავს მერკელისა და ოლანდის სიტყვები გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით, დიუჟარიკმა განაცხადა, რომ კითხვა ლეგიტიმურია, თუმცა პასუხისგან თავი შეიკავა.

„თუმცა, მე ისტორიული ანალიზის უფლებას რეპორტიორებს, ყოფილ ოფიციალურ პირებს და ისტორიკოსებს დავუტოვებ“, – განაცხადა მან.

გაერო ორიენტირებულია დღევანდელ დღეზე და ცდილობს კონფლიქტის დასრულებას, აღნიშნა დიუჟარიკმა.
დეკემბრის დასაწყისში მერკელმა აღიარა, რომ მინსკის შეთანხმებები კიევის გაძლიერებისთვის დროის მიცემის მცდელობა იყო. აღნიშნული ოლანდმაც დაადასტურა. მისი თქმით, მაშინ გეოპოლიტიკური ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არ იყო და დასავლეთს შესვენება სჭირდებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მერკელის განცხადებას მოულოდნელი უწოდა. მისი თქმით, მას ყოველთვის სჯეროდა, რომ გერმანიის ხელისუფლება რუსეთთან გულწრფელად იქცეოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააძლიერეს.
ამავდროულად მოსკოვი აცხადებს, რომ ყოველივე ამის ფონზე აშშ და მისი მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას.
ყველა ახალი ამბავი
0