ბელგიაში, სავარაუდოდ, ქართველი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს

© AFP 2024 / FILIP DE SMETპოლიცია ბელგიაში
პოლიცია ბელგიაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი, მის სხეულს უამრავი დაზიანება აღენიშნება.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ლიზა (გიორგი) ქისტაური, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქისტაური და მისი მეგობარი მამაკაცი 26 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარდნენ და მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
ყველა ახალი ამბავი
0