თბილისში ათასობით აბონენტს 4-5 იანვარს წყალმომარაგება შეუწყდება: ქუჩების ჩამონათვალი

ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2023
გამოწერა
კომპანია GWP წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტები 4 იანვრიდან უწყლოდ დარჩებიან, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water & Power (GWP).
კერძოდ, 4 იანვრის 21:00 საათიდან 5 იანვრის 12:00 საათამდე კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ძველ, დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის შედეგად მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონების 130 ათასზე მეტ აბონენტს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგება დროებით შეუწყდება შემდეგი რაიონების და ქუჩების მცხოვრებლებს:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბლის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს; ღვინის აღმართს, ოქროყანას დასახლებას.
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, დიღმის მასივის II, III, IV,V კვარტლებს, ლუბლიანას, ჩაჩავას, გოგიბერიძის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0