საქართველოში ინფლაციის დონე 10%-ს ჩამოსცდა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2023
გამოწერა
საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, მაგრამ ისევ მაღალ დონეზე რჩება, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის დეკემბერში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით) 9,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პირველად 2021 წლის ივლისის შემდეგ წლიური ინფლაციის დონე 10%-ს ჩამოსცდა.
წელიწადზე გადაანგარიშებით დეკემბერში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,8%) და კომუნალურ მომსახურებაზე (15,8%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 3,6%-ით. სურსათზე ფასები წლიური 16,3%-ით გაიზარდა.
2022 წლის დეკემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, შედარებითი ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა. ოქტომბერში თვის ინფლაციამ 0,5% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0