საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2023
გამოწერა
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცა.

„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს 90 წელი შეუსრულდა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები, ილია მეორის კურთხევით, შეზღუდული სახით ჩატარდება.
ხვალ საქართველოს პატრიარქის დაბადების დღეა >>
გარდა ამისა, საპატრიარქოს ცნობით, არ დაიგეგმა ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა.
ყველა ახალი ამბავი
0