https://sputnik-georgia.com/20230104/sapaxmelio-flaki-recepti-273655763.html
ქართული ხაშის პოლონელი „ნათესავი“ - უგემრიელესი ფლაკი „საპახმელიოდ“: დეტალური რეცეპტი
ქართული ხაშის პოლონელი „ნათესავი“ - უგემრიელესი ფლაკი „საპახმელიოდ“: დეტალური რეცეპტი
საახალწლო სტუმრიანობა და ქეიფები ჯერ არ შეწყვეტილა და არც შემცირებულა — ალკოჰოლი ძველებურად გვარიანად ისმება და, შესაბამისად, ნაბახუსევის პრობლემაც უწინდებურად... 04.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-04T21:32+0400
2023-01-04T21:32+0400
2023-01-04T22:22+0400
გემრიელი სამზარეულო
გურმანებისთვის
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/04/273655415_0:831:2048:1983_1920x0_80_0_0_860c1e761dfc7e1d838379e3526e87d4.jpg
ფლაკი — ეს პოლონური სამზარეულოს სქელი და ნოყიერი წვნიანია, რომელიც კარგადაც გაგათბობთ ცივ ამინდში და, ჩვენებური ხაშისა არ იყოს, „პახმელიაზეც“ შესანიშნავად გამოგიყვანთ.ეს იმიტომ, რომ ხაშივით სწორედაც რომ ფაშვისგან მზადდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სხვა ინგრედიენტებიც ემატება.ფლაკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:მომზადების წესიკარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ ფაშვის ნაჭერი გამდინარე წყალში. მეტი ეფექტისთვის წმენდისას გამოიყენეთ ჯაგრისი;დაჭერით გარეცხილი ფაშვი მომსხო ნაჭრებად;ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე;არ აცადოთ წამოდუღება, გადაღვარეთ ბულიონი და დაასხით ფაშვს ახალი წყალი. გაიმეორეთ წყლის გამოცვლის პროცედურა სამჯერ;ამის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დააცადეთ ცოტა გაცივება;ამოიღეთ ფაშვის ნაჭრები ბულიონიდან და დაჭერით წვრილ ზოლებად;კვლავ ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და ჩააყარეთ მარცვლოვანი წიწაკების ნარევი, დაფნის ფოთლები (2 ცალი) და ჯანჯაფილის მომცრო ნაჭრები. დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით 3-3,5 საათი.სანამ ფაშვი იხარშება, ჩააწყვეთ სხვა ქვაბში ბარკლის ნაჭრები, დაამატეთ დაფქული წიწაკა, დაფნის ფოთლები (2 ცალი) და კარგად მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ამას დაახლოებით 1-1,5 საათი დასჭირდება. სხვათა შორის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტო ძვლების ნახარში, მაგრამ ხორცისა და ძვლების ბულიონი უფრო ნოყიერი გამოვა.ამის შემდეგ ამოიღეთ მოხარშული ხორცი ბულიონიდან, გამოათავისუფლეთ ძვლებისგან და დაჭერით მომცრო ნაჭრებად; ხოლო სტაფილო, ნიახურის ძირები და ჯანჯაფილი — წვრილ, მოგრძო ნაჭრებად;ჩაყარეთ დაჭრილი ხორცი, სტაფილო, ნიახური, ჯანჯაფილი და უკვე მოხარშული ფაშვის ნაჭრები მდუღარე ბულიონში;სანამ ეს ყველაფერი ერთად იხარშება, მოამზადეთ სოუსი:გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი (გნებავთ, ღორის ქონი) და დაყარეთ ზედ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშეთ ოდნავ – სანამ ოქროსფერს არ მიიღებს;დაამატეთ ხახვს დაფქული პაპრიკა და სწრაფად მოურიეთ;თითქმის მაშინვე დაამატეთ ფქვილი, მოურიეთ და შუშეთ დაახლოებით ერთი წუთი;ამის შემდეგ დაასხით ცოტა ბულიონი და დააყარეთ ერთი მწიკვი მარილი. მოურიეთ და ხარშეთ შესქელებამდე.როცა შესქელდება, ჩაუშვით სოუსი ხორცთან და ფაშვთან, სწრაფად მოურიეთ, რომ კორკოშელები არ გაიკეთოს, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.ამის შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში დაფნის ფოთოლი, მაიორანი და მარილი გემოვნებით.და, მორჩა, თქვენი ფლაკი მზადაა. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ დაჭრილ მწვანილთან და ნიორთან ერთად — ისე, როგორც ჩვენებური ხაში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/04/273655415_0:628:2048:2164_1920x0_80_0_0_1e8fa990bb87695e3986442a2931fc4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო, გურმანებისთვის
გემრიელი სამზარეულო, გურმანებისთვის
ქართული ხაშის პოლონელი „ნათესავი“ - უგემრიელესი ფლაკი „საპახმელიოდ“: დეტალური რეცეპტი
21:32 04.01.2023 (განახლებულია: 22:22 04.01.2023) საახალწლო სტუმრიანობა და ქეიფები ჯერ არ შეწყვეტილა და არც შემცირებულა — ალკოჰოლი ძველებურად გვარიანად ისმება და, შესაბამისად, ნაბახუსევის პრობლემაც უწინდებურად აქტუალურია. ამიტომაც გთავაზობთ შესანიშნავი „საპახმელიო“ კერძის რეცეპტს.
ფლაკი — ეს პოლონური სამზარეულოს სქელი და ნოყიერი წვნიანია, რომელიც კარგადაც გაგათბობთ ცივ ამინდში და, ჩვენებური ხაშისა არ იყოს, „პახმელიაზეც“ შესანიშნავად გამოგიყვანთ.
ეს იმიტომ, რომ ხაშივით სწორედაც რომ ფაშვისგან მზადდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სხვა ინგრედიენტებიც ემატება.
ფლაკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ძროხის ბარკალი (ძვლებით) — 1 კგ;
ფქვილი — 1,5-2 სუფრის კოვზი;
შავი და სურნელოვანი პილპილების მარცვლების ნარევი — 1 სუფრის კოვზი;
ზეითუნის ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
პაპრიკა (დაფქული წითელი ბულგარული წიწაკა) — 1 ჩაის კოვზი;
მაიორანი (დაფქული) — გემოვნებით (ბევრი არ სჭირდება).
მომზადების წესი
კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ ფაშვის ნაჭერი გამდინარე წყალში. მეტი ეფექტისთვის წმენდისას გამოიყენეთ ჯაგრისი;
დაჭერით გარეცხილი ფაშვი მომსხო ნაჭრებად;
ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე;
არ აცადოთ წამოდუღება, გადაღვარეთ ბულიონი და დაასხით ფაშვს ახალი წყალი. გაიმეორეთ წყლის გამოცვლის პროცედურა სამჯერ;
ამის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დააცადეთ ცოტა გაცივება;
ამოიღეთ ფაშვის ნაჭრები ბულიონიდან და დაჭერით წვრილ ზოლებად;
კვლავ ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და ჩააყარეთ მარცვლოვანი წიწაკების ნარევი, დაფნის ფოთლები (2 ცალი) და ჯანჯაფილის მომცრო ნაჭრები. დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით 3-3,5 საათი.
სანამ ფაშვი იხარშება, ჩააწყვეთ სხვა ქვაბში ბარკლის ნაჭრები, დაამატეთ დაფქული წიწაკა, დაფნის ფოთლები (2 ცალი) და კარგად მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ამას დაახლოებით 1-1,5 საათი დასჭირდება. სხვათა შორის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტო ძვლების ნახარში, მაგრამ ხორცისა და ძვლების ბულიონი უფრო ნოყიერი გამოვა.
ამის შემდეგ ამოიღეთ მოხარშული ხორცი ბულიონიდან, გამოათავისუფლეთ ძვლებისგან და დაჭერით მომცრო ნაჭრებად; ხოლო სტაფილო, ნიახურის ძირები და ჯანჯაფილი — წვრილ, მოგრძო ნაჭრებად;
ჩაყარეთ დაჭრილი ხორცი, სტაფილო, ნიახური, ჯანჯაფილი და უკვე მოხარშული ფაშვის ნაჭრები მდუღარე ბულიონში;
სანამ ეს ყველაფერი ერთად იხარშება, მოამზადეთ სოუსი:
გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი (გნებავთ, ღორის ქონი) და დაყარეთ ზედ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშეთ ოდნავ – სანამ ოქროსფერს არ მიიღებს;
დაამატეთ ხახვს დაფქული პაპრიკა და სწრაფად მოურიეთ;
თითქმის მაშინვე დაამატეთ ფქვილი, მოურიეთ და შუშეთ დაახლოებით ერთი წუთი;
ამის შემდეგ დაასხით ცოტა ბულიონი და დააყარეთ ერთი მწიკვი მარილი. მოურიეთ და ხარშეთ შესქელებამდე.
როცა შესქელდება, ჩაუშვით სოუსი ხორცთან და ფაშვთან, სწრაფად მოურიეთ, რომ კორკოშელები არ გაიკეთოს, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში დაფნის ფოთოლი, მაიორანი და მარილი გემოვნებით.
და, მორჩა, თქვენი ფლაკი მზადაა. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ დაჭრილ მწვანილთან და ნიორთან ერთად — ისე, როგორც ჩვენებური ხაში.