https://sputnik-georgia.com/20230104/sampanurit-nabaxusevistvis-tavis-arideba-273652989.html
იტალიელი სომელიე გირჩევთ, როგორ აარიდოთ თავი უმძიმეს „პახმელიას“
იტალიელი სომელიე გირჩევთ, როგორ აარიდოთ თავი უმძიმეს „პახმელიას“
Sputnik საქართველო
საახალწლო დღესასწაულები და, შესაბამისად, სუფრიანობა გრძელდება, ამიტომ შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იტალიელი სომელიეს რამდენიმე ეფექტურ და... 04.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-04T19:04+0400
2023-01-04T19:04+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263305608_0:118:1920:1198_1920x0_80_0_0_752c9d8d443d022de8f8234c424bc960.jpg
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. იტალიელი სომელიე მარკო კასტელანელის თქმით, ალკოჰოლური სასმელებიდან შუშხუნა ღვინო ყველაზე მძიმე ნაბახუსევს იწვევს.როგორც ორგანიზაცია Club Vino-ს თანადამფუძნებელმა სომელიემ აღნიშნა, მთელი საქმე გაზის ბუშტუკებშია.კასტელანელის თქმით, სისხლში მოხვედრისას ნახშირორჟანგი ნაწილობრივ გამოდევნის ჟანგბადს, რაც შუშხუნა ღვინოებით თრობას აჩქარებს. შედეგად – ნაბახუსევი განსაკუთრებით რთულად შეიგრძნობა, მეორე დღეს ადამიანს თავის მტანჯველი ტკივილი აწუხებს.სომელიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაბახუსევი ადამიანს შეიძლება მაშინაც დაემართოს, თუ მხოლოდ ერთ ან ორ ჭიქა შუშხუნა ღვინოს დალევს.კასტელანელი რამდენიმე რჩევას აძლევს შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იმისთვის, რომ მძიმე ნაბახუსევი და თავის ტკივილი აირიდონ. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:მანამდე ცნობილმა ექიმ-ნარკოლოგმა დაასახელა მეთოდი, როგორ აღვიდგინოთ ნაბახუსევზე ორგანიზმი სწრაფად. მან რამდენიმე მეთოდი, შესაფერისი საუზმე და ეფექტური პრეპარატები ჩამოთვალა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263305608_84:0:1837:1315_1920x0_80_0_0_29ec832ba1d4e47beb804076b6cd3a14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
იტალიელი სომელიე გირჩევთ, როგორ აარიდოთ თავი უმძიმეს „პახმელიას“
19:04 04.01.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) საახალწლო დღესასწაულები და, შესაბამისად, სუფრიანობა გრძელდება, ამიტომ შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იტალიელი სომელიეს რამდენიმე ეფექტურ და გამოცდილ რჩევას ვთავაზობთ.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. იტალიელი სომელიე მარკო კასტელანელის
თქმით, ალკოჰოლური სასმელებიდან შუშხუნა ღვინო ყველაზე მძიმე ნაბახუსევს იწვევს.
როგორც ორგანიზაცია Club Vino-ს თანადამფუძნებელმა სომელიემ აღნიშნა, მთელი საქმე გაზის ბუშტუკებშია.
„პროსეკო (იტალიური შუშხუნა ღვინო) და შამპანური ნახშირორჟანგს შეიცავს. ის კი გავლენას ახდენს ალკოჰოლის სისხლში გადასვლაზე, ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეწოვაში“, — განმარტა მან.
კასტელანელის თქმით, სისხლში მოხვედრისას ნახშირორჟანგი ნაწილობრივ გამოდევნის ჟანგბადს, რაც შუშხუნა ღვინოებით თრობას აჩქარებს. შედეგად – ნაბახუსევი განსაკუთრებით რთულად შეიგრძნობა, მეორე დღეს ადამიანს თავის მტანჯველი ტკივილი აწუხებს.
სომელიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაბახუსევი ადამიანს შეიძლება მაშინაც დაემართოს, თუ მხოლოდ ერთ ან ორ ჭიქა შუშხუნა ღვინოს დალევს.
კასტელანელი რამდენიმე რჩევას აძლევს შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იმისთვის, რომ მძიმე ნაბახუსევი და თავის ტკივილი აირიდონ. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
არასდროს მიირთვათ შუშხუნა ღვინო მშიერ კუჭზე;
ყოველი ჭიქა შამპანურის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
ძილის წინ ასევე მიირთვით წყალი.
მანამდე ცნობილმა ექიმ-ნარკოლოგმა
დაასახელა მეთოდი, როგორ აღვიდგინოთ ნაბახუსევზე ორგანიზმი სწრაფად. მან რამდენიმე მეთოდი, შესაფერისი საუზმე და ეფექტური პრეპარატები ჩამოთვალა.